ტყვია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (Robot: Modifying frr:Luad (metal) to frr:Luad (element)
No edit summary
ხაზი 17:
ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური [[მძიმე ლითონი]]ა.<ref>[http://www.nbg.gov.ge/uploads/leqsikoni.pdf ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი]</ref> მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება [[ტყვია-მჟავური აკუმულიატორი|აკუმულიატორები]], ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია [[რადიაცია]]ს არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. [[კალა (ელემენტი)|კალისა]] და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.
 
ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უწესრიგობას [[თავის ტვინი|ტვინში]]. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევას ძუძუმწოვრებში. ისევე როგორც [[ვერცხლისწყალი]], კიდევ ერთი მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი [[ნეიროტოქსინი]]ა და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ [[ძველი რომი]]ს, [[ძველი საბერძნეთი]]სა და [[ჩინეთის ისტორია|ძველი ჩინეთის]] პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყალისწყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყვია“-დან