ვატერლოოს ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: oc:Batalha de Waterloo
ხაზი 39:
თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. "ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები"(ჯ.ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: "ღმერთო დიდებულო, ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს." ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა "შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით სირბილს" და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.
 
ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდნიმერამდენიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: "როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა ინფანტერიის დახმარების გარეშე". მაგრამ კავალერიის როლი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, 8 კარეს განადგურების გარდა მათ ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს ფეხოსნებს და შოტლანდიელებისგან შემდგარი "Royal Greys" კავალერია თითქმის ბოლომდე გაანადგურეს.{{ფაქტი}}
 
ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ. ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: "ღმერთო მომეცი ღამე ან ბლუხერი". იმ დღეს იღბალი აშკარად [[ინგლისელები]]ს მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი. გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ. ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, [[საიმპერატორო გვარდია (ნაპოლეონ I)|საიმპერატორო გვარდია]] (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: "დიდებულია, დიდებულია". 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა:"ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა". მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: "merde!" რაც უკიდურესი ფორმაა დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). არსებობს მეორე რომანტიკული ვერსია სადაც კამბრონი პასუხობს:"ნეხვო!!! გვარდია იღუპება მაგრამ არ ნებდება".{{ფაქტი}} ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა.