მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ [[პორტუგალია|პორტუგალიიის]] [[კოლონია|კოლონიურ]] ხანაში, [[1763]]—[[1815]] წლებში, [[1815]]—[[1821]] წლებში [[პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო]]ს დედაქალაქი, [[1822]]—[[1960]] წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. [[1960]] წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებულ ქალაქ [[ბრაზილია (ქალაქი)|ბრაზილიას]] გადაეცა.
 
რიო-დე-ჟანეიროს [[მშპ]] მეორე უდიდესია ქვეყანაში,<ref name="IBGE_PIB_Ranking">{{cite web |url=http://www.ibge.gov.br/home/estatistica/economia/pibmunicipios/2006/tab02.pdf |publisher=Instituto Brasileiro de Geografia e Estatística (IBGE) |title=Posição ocupada pelos 100 maiores municípios em relação ao Produto Interno Bruto |date=December 16, 2008 |accessdate=December 16, 2008}}</ref> 30-ე მსოფლიოში (2008)<ref name="Richest_Cities">{{cite web |url=http://www.citymayors.com/statistics/richest-cities-2005.html |publisher=City Mayors Statistics |title=The 150 richest cities in the world by GDP in 2005 |date=March 11, 2007 |accessdate=September 8, 2008}}</ref> და დაახლოებით R$ 343 მლრდ-ს შეადგენს. ქალაქში განთავსებულია ბრაზილიის ორი უმსხვილესი კომპანიის Petrobras-სა და Vale-ს სათაოსათავო ოფისები, ისევე როგორც სხვა ბრაზილური ნავთობკომპანიებისა და სატელეფონო კომპანიების ოფისები. გარდა ამისა, რიოში ფუნქციონირებს [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] უმსხვილესი, მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კონგლომერატი — [[გლობო]]. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; [[2005]] წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.<ref name="Unicamp_2005">{{cite web |url=http://www.unicamp.br/unicamp/canal_aberto/clipping/junho2005/clipping050617_correiopop.html |publisher=Universidade Estadual de Campinas (Unicamp) |title=Assessoria de Comunicação e Imprensa |date=June 17, 2005 |accessdate=September 8, 2008 |archiveurl=http://web.archive.org/web/20080617115727/http://www.unicamp.br/unicamp/canal_aberto/clipping/junho2005/clipping050617_correiopop.html |archivedate=June 17, 2008}}</ref>
 
რიო-დე-ჟანეირო მთელი [[სამხრეთი ნახევარსფერო|სამხრეთ ნახევარსფერო]]ს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული [[ტურიზმი|ტურისტული]] სანაპიროებით, [[კოპაკაბანა|კოპაკაბანისა]] და [[იპანემა|იპანემის]] პლაჟებით, ასევე [[ქრისტეს ქანდაკება|იესოს გიგანტური ქანდაკებით]] (''Cristo Redentor'') [[კორკოვადო|კორკოვადოს მთაზე]], რომელიც [[2007]] წელს [[მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება|მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას]] შორის დაასახელეს, [[შაქრისთავა მთა|შაქრისთავა მთითა]] და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური [[მარდი-გრა|მარდი-გრას]] საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე [[მარაკანა|მარაკანას სტადიონი]] ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის [[ზაფხულის ოლიმპიადა|ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს]] უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ქალაქში ჩატარდება. <ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/olympic_games/8282518.stm |title=BBC SPORT &#124; Olympics &#124; Rio to stage 2016 Olympic Games |publisher=BBC News |date= 2009-10-02|accessdate=2009-10-04}}</ref> ასევე, [[მარაკანას სტადიონი]] უმასპინძლებს [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის]] ფინალურ მატჩს.<ref>{{cite news|url=http://esportes.terra.com.br/futebol/brasil2014/interna/0,,OI4341565-EI10545,00.html |title=Rio de Janeiro quer sediar somente a final da Copa 2014|publisher=Terra Networks |date=March 26, 2010}}</ref>