შტაბ-ბინა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[File:UN Headquarters 2.jpg|მინი|[[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] შტაბ-ბინა. [[ნიუ-იორკი]], [[აშშ]].]]
'''შტაბ-ბინა'''<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=44391 უცხო სიტყვათა ლექსიკონი]</ref> ({{lang-en|Headquarters}}) — რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილსამყოფელი, სადაც თავმოყრილია ორგანიზაციის ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია. [[აშშ|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] კორპორაციული შტაბი წარმოადგენს პირს, რომელიც თავის თავზე იღებს რომელიმე საქმიანობის სრულ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას. [[გაერთიანებული სამეფო|დიდ ბრიტანეთში]] ტერმინი სათაოსათავო ოფისი ჩვეულებრივ იყენება მსხვილი კორპორაციებისთვის. ტერმინი აგრეთვე გამოიყენება სამხედრო ორგანიზაციების მიმართებაში.
 
კომპანიის შტაბ-ბინა არის კორპორაციული სტრუქტურის საკვანძო ელემენტი და მოიცავს სხვადასხვა კორპორაციულ ფუნქციებს, როგორებიცაა: სტრატეგიული დაგეგმვა, კორპორაციული კომუნიკაციები, საგადასახადო, ფინანსები და სხვ. შტაბ-ბინაში გამოიყოფა აგრეთვე გენერალური დირექტორის თანამდებოდა (ეგრეთ წოდებული კორპორაციული შტაბი), როგორც კომპანიის მნიშვნელოვანი პირი.
 
[[საფრანგეთი]]ს დედაქალაქ [[პარიზი|პარიზში]] არის [[იუნესკო]]ს შტაბ-ბინა. [[ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია|ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის]], იგივე ნატოს სათაოსათავო ოფისი მდებარეობს ბელგიის ქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]].
 
არსებობს ასევე რელიგიური ორგანიზაციების შტაბ-ბინები, რომლებიც თავმოყრილია ძირითადად ქალაქში. მაგ., კათოლიკური ეკლესიის შტაბ-ბინა მდებარეობს [[ვატიკანი|ვატიკანში]], ხოლო [[ეკლესიათა მსოფლიო საბჭო]]ს შტაბ-ბინა ქალაქ [[ჟენევა]]შია განთავსებული. [[უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია|უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის]] შტაბ-ბინა [[აშშ]]-ის ქალაქ [[სოლტ-ლეიკ-სიტი]]შია.