მეტამორფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ko:변성 작용
No edit summary
ხაზი 3:
'''მეტამორფიზმი''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ]]. metamorphoómai – გარდავიქმნები, ვიცვლები) — [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქსა]] და [[მანტია (დედამიწა)|მანტიაში]] [[ფიზიკა|ფიზიკურ]]-[[ქიმია|ქიმიური]] პირობების შეცვლით გამოწვეული საწყისი ქანების სტრუქტურული, ტექსტურული, მინერალური, ზოგჯერ, ქიმიური გარდაქმნა. ტერმინი შემოირო [[ჩარლზ ლაიელი|ჩარლზ ლაიელმა]] [[1833]] წელს.
 
მეტამორფიზმი მიმდინარეობს [[ქანი (გეოლოგია)|ქანების]] მყარ ან პლასტიკურ მდგომარეობაში ყოფნის დროს. მეტამორფიზმს არ მიეკუთვნება დედამიწის ქერქის ზედაპირთან ქანის გამკვრივება, გამოფიტვა და ნალექების დიაგენეზისი. გამონაკლისს წაროადგენსწარმოადგენს ექსტრუზიების კონტაქტით გამოწვეული მეტამორფიზმი, რომელიც ქერქის ზედაპირზე მიმდინარეობს.
 
მეტამორფიზმი, როგორც წესი, დაკავშირებულია ტექტონიკურ დისლოკაციებთან ([[დანაოჭება]], სიღრმეული რღვევები), ზოგჯერ [[დედამიწის ქერქი|დედამიწის ქერქში]] შემოჭრილ მაგმურ სხეულებთან. დისლოკაციები აღწევს დედამიწის ღრმა ზონებს და ხელს უწყობს ფლუიდების აღმავალი ნაკადების წარმოქმნას, [[დედამიწის ქერქი]]ს [[ტემპერატურა|ტემპერატურის]] აწევასა და მეტამორფიზმის განვითარებას.
ხაზი 11:
მეტამორფიზმის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია [[გეოლოგიური დრო]] ([[შვეიცარია|შვეიცარიის]] [[ალპები|ალპებში]] მეტამორფიზმი დაახლოებით 30 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა). ისეთი სახის მეტამორფიზმს, როცა საწყის ქანში მხოლოდ აქროლადი კომპონენტების (H<sub>2</sub>O, CO<sub>2</sub>, O<sub>2</sub>) რაოდენობა იცვლება, პირობითად '''იზოქიმიურს''' უწოდებენ, თუ ქანის სხვა კომპონენტების (K<sub>2</sub>O, Na<sub>2</sub>O, CaO და სხვ.) რაოდენობაც იცვლება — '''ალოქიმიურს''', ხოლო როცა ქანის ქიმიური შემადგენლობის ინტენსიური ცვლა ხდება - '''მეტასომატიზმს'''. განარჩევენ რეგიონულ მეტამორფიზმს, როცა ვრცელ ფართოფბზე მიმდინარე პროცესი ქანების დიდ მასებს მოიცავს, და ლოკალურად მიმდინარე კონტაქტურ მეტამორფიზმს, როცა პროცესი დაკავშირებულია მაგმური ქანების კონტაქტთან.
 
ქანების მეტამორფიზმს, რომელიც ტემპერატურის მატების პირობებში მიმდინარეობს პროგრესული ეწოდება; საპირისპირო პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის კლების ფონზე - რეგრესული, განმეორებით რეგრესულ მეტამორფიზმს - დიაფთორეზი.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეტამორფიზმი“-დან