ვლადიმირ I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: el:Βλαδίμηρος Α΄ του Κιέβου
ხაზი 49:
გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და [[კიევი|კიევში]] დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი [[მიტროპოლიტი]], ექვსი [[ეპისკოპოსი]] და მღვდელმსახურნი. ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა [[988]] წელს.
 
ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანშიქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად. სულიწმიდის მადლმა სრულიად გარდაქმნა მისი ბუნება - უხეში და სასტიკი წარმართი ღვთისმოშიშ და გულმოწყალე ქრისტიანად იქცა: მის სასახლეში მისული გლახაკები უხვად ღებულობდნენ მოწყალებას. დავრდომილთათვის საკვებით დატვირთული საზიდრები იგზავნებოდა სოფლებსა და ქალაქებში; მთავრის კარზე დიდ დღესასწაულებზე სამი სუფრა იშლებოდა: სასულიერო პირთათვის, გლახაკთათვის და მთავრისა და მისი რაზმისათვის. ერთხელ მეომრებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ იმის გამო, რომ ტრაპეზის დროს მათ ხის კოვზებს ურიგებდნენ და არა ვერცხლისას. ეს რომ გაიგო, ვლადიმირმა ყოველგვარი განაწყენების გარეშე ბრძანა, ვერცხლის კოვზები ჩამოერიგებინათ: „ოქრო-ვერცხლით ერთგულ მხედრობას ვერ მოიპოვებ, ერთგული მხედრობით კი ოქროსაც მოიპოვებ და ვერცხლსაც!“ ამგვარ წვეულებებზე ჩვეულებად იყო მიღებული წმიდა წერილის კითხვა - წმიდა მთავარი წარმართული ღრეობების მოყვარე ქვეშევრდომთა სულიერ ზრდასა და განახლებაზე ზრუნავდა; ვლადიმირის დროს თურმე იმატა დანაშაულობებმა, რადგან ცოდვის ჩადენის შიშით მან მეტად შეამსუბუქა სასჯელები. მღვდელმთავრებმა ნეტარს მიუთითეს: „ღმერთმა მთავრები ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა შესაწყნარებლად დაადგინა, შენც მოვალე ხარ, დასაჯო დამნაშავენი, მაგრამ სამართლიანად და წინდახედულად“.
 
სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოეჯარა ქვეყანას... და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა [[1015]] წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი „სრბაჲ თვისი“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმირ_I_დიდი“-დან