კოტე მესხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{orphan|date=იანვარი 2010}}
 
'''კოტე (იაკობ) სიმონის ძე მესხი''' (დ. 19 აპრილი/ [[1 მაისი]], [[1857]], [[ქუთაისი]] ― გ. 15 მაისი/[[28 მაისი]], [[1914]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მსახიობი და რეჟისორი.
 
[[1874]] წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. [[1879]] მიიწვიეს მსახიობად თბილისის მუდმივ პროფესიულ დასში. [[1885]] ქუთაისში დააარსა პროფესიული თეატრი, რომელსაც 1894 წლამდე ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის სცენაზე პირველად გამოვიდნენ: [[ჩხეიძე, ნინო|ნინო ჩხეიძე]], [[მარჯანიშვილი, კონსტანტინე|კოტე მარჯანიშვილი]] და [[დადიანი, შალვა|შალვა დადიანი]]. [[1894]] წლიდან, როგორც მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა თბილისის დრამატულ თეატრში. ასრულებდა გმირულ და სახასიათო როლებს: ლევან ხიმშიაშვილი ([[ერისთავი, დავით|დ. ერისთავის]] "სამშობლო"), გოჩა ([[წერეთელი, აკაკი|ა. წერეთლის]] "თამარ ცბიერი"), რუსთაველი (კ.მესხის "რუსთაველი"), ოტია ([[გუნია, ვალერიან|ვ. გუნიას]] "და-ძმა"), ანანია ([[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე|ა. სუმბათაშვილის]] "ღალატი"), არბენინი ([[ლერმონტოვი, მიხეილ|მ.ლერმონტოვის]] "მასკარადი"), ჩაცკი ([[გრიბოედოვი, ალექსანდრე|ა. გრიბოედოვის]] "[[ვაი, ჭკუისაგან]]"), ოტელო, პეტრუჩიო ([[შექსპირი, უილიამ|უ. შექსპირის]] "ოტელო", "ჭირვეულის მორჯულება"), ტარტიუფი ([[მოლიერი| მოლიერის]] "ტარტიუფი") და სხვა. თარგმნა [[გოგოლი, ნიკოლოზ|ნ. გოგოლის]], [[შექსპირი, უილიამ|უ. შექსპირის]], [[დიუმა, ალექსანდრ (შვილი)|ა. დიუმას]], [[სარდუ, ვიქტორიენ|ვ. სარდუს]] და სხვა დრამატული ნაწარმოებები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოტე_მესხი“-დან