ბრაზილია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
სიტყვა „ბრაზილია“ მომდინარეობს მცენარე ბრაზილიური ხისგან (Caesalpinia echinata, პერნამბუკის ხე), რომელიც ერთ დროს უხვად იზრდებოდა ბრაზილიის სანაპიროს გასწვრივ. პორტულაგიურ ენაში ამ ხეს ''პაუ-ბრაზილი'' ჰქვია, სიტყვა ''ბრაზილი'' ნიშნავს „წითელი, როგორც ნაკვერჩხალი“, რაც ლათინური ''brasa''–დან (ნაკვერჩხალი) მომდინარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხე დიდი რაოდენობით წითელ საღებავს გამოყოფდა, საკმაოდ მაღალი ღირებულების მქონე აღმოჩნდა ევროპული ტანსაცმლის ინდუსტრიისთვის, შესაბამისად ის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული კომერციულად გამოყენებადი პროდუქტი იყო ბრაზილიიდან. XVI საუკუნეში, ბრაზილიის სანაპიროებზე პაუ–ბრაზილის მასობრივი გაჩეხვა დაიწყო ადგილობრივი ინდიელების მიერ, რომლებიც მას ევროპელ ვაჭრებს (ძირითადად პორტუგალიელებსა და ფრანგებს) უცვლიდნენ ევროპულ სამომხმარებლო საქონელში.
 
ამ მიწის ოფიციალური სახელი პორტუგალიელთა ჩანაწერებში იყო „წმინდა ჯვრის მიწა“ (''Terra da Santa Cruz''), მაგრამ ევროპელი ვაჭრები და მეზღვაურები მას უბრალოდ „ბრაზილიის მიწას“ (''Terra do Brasil'') უწოდებდნენ. ეს დასახელება თანდატანობით გავრცელდა და ბოლოს ოფიციალური სახელად იქცა. ადრეული მეზღვაურები ზოგჯერ ასევე მას მოიხსენიებენ „თუთიყუშების მიწის“ (''Terra di Papaga'') სახელით.
* '''ოფიციალური''': ბრაზილიის [[ფედერაციული რესპუბლიკა]].
 
* '''პორტუგალიური''': República Federativa do Brasil.
გუარანის ენაში, რომელიც პარაგვაის ერთ–ერთი ოფიციალური ენაა, ბრაზილიას „პინდორამა“ ეწოდება. ეს სახელი ამ რეგიონს ადგილობრივებმა უწოდეს და „პალმის ხეების მიწას“ ნიშნავს.
* '''ეტიმოლოგია''': - ქვეყნის სახელწოდება Brasil მიღებულია აქ გავრცელებული წითელი ხისაგან, რომელსაც ადგილობრივი [[ინდიელები]] უწოდებენ „[[პაუ-ბრაზილი|პაუ-ბრაზილს]]“.
* '''ქვეყნის კოდი''': BR.
 
== გეოგრაფია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრაზილია“-დან