ლუი XVI: განსხვავება გადახედვებს შორის

2,787 ბაიტი დაემატა ,  7 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Ludvig XVI av Frankrike porträtterad av AF Callet.jpg|thumb|220px|ლუი XVI]]
'''ლუი XVI დე ბურბონი''' ({{lang-fr|Louis XVI de Bourbon}}; დ. [[23 აგვისტო]], [[1754]], [[ვერსალი]], [[საფრანგეთი]] – გ. [[21 იანვარი]], [[1793]], [[პარიზი]], [[საფრანგეთი]]) — [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის]] მეფე [[1774]]-[[1792]] და [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფე [[1774]]-[[1789]] წლებში. [[ბურბონები|ბურბონთა]] დინასტიის წარმომადგენელი.
 
გამეფდა მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომლის გადალახვასაც შეეცადა [[ან რობერ ჟაკ ტიურგო]]სა და [[ჟაკ ნეკერი]]ს რეფორმებით. მაგრამ პრივილეგირებულმა წოდებებმა აიძულეს ლუი XVI უარი ეთქვა რეფორმებზე და გადაეყენებინა ნეკერი. კრიზისის შემდგომი გამწვავების გამო მეფემ [[1788]] წელს დააბრუნა ნეკერი და მეორე წელს მოიწვია [[გენერალური შტატები]]. ხელს უშლიდა გენერალური შტატების ჯერ ეროვნულ, ხოლო შემდეგ დამფუძნებელ კრებად გადაქცევას, მაგრამ [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|საფრანგეთის დიდი რევოლუციის]] დაწყების შემდეგ იძულებული იყო ფორმალურად ეცნო დამფუძნებელი კრება და დაემტკიცებინა მისი მთელი რიგი დეკრეტები. ამავე დროს ლუი XVI საიდუმლოდ ამზადებდა კონტრრევოლუციურ გადატრიალებას, მარი ანტუანეტთან ერთად ესწრაფვოდა ავსტრიისა და პრუსიის შეიარაღებულ გამოსვლას რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ. [[1791]] წელს შეეცადა გაქცეულიყო საფრანგეთიდან ოჯახთან ერთად, მაგრამ საზღვარზე იცნეს და დატყვევებული დააბრუნეს პარიზში. [[1792]] წლის [[10 აგვისტო]]ს აჯანყების შედეგად ლუი XVI ტახტიდან ჩამოაგდეს, კონვენტმა გაასამართლა და [[1793]] წლის 21 იანვარს გილიოტინით სიკვდილი მიუსაჯეს.
 
== ლიტერატურა ==