ლუი XI: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: mr:अकरावा लुई, फ्रान्स
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
[[ფაილი:Louis XI of France.jpg|thumb|170px|ლუი XI]]
'''ლუი XI''' ''([[ფრანგული ენა{{lang-fr|ფრანგ.]] Louis XI de Valois)''}}; ''მეტსახელად'' '''უნივერსალური ობობა''' ''(ფრანგ. l'universelle aragne)'' (დ. [[3 ივლისი]], [[1423]], [[ბურჟი]], [[საფრანგეთი]] - გ. [[30 აგვისტო]], [[1483]], [[პლეზიპლესი-ლეზლე-ტური]], [[საფრანგეთი]]) - [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის მეფე]] [[1461]]-[[1483]] წლებში, ვალუას დინასტიისა. შარლ VII-ის ძე.
 
გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ფეოდალური არისტოკრატიის წინააღმდეგ. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო პრინცებმა - ბურგონის ჰერცოგის ვაჟმა [[შარლ გულადი|შარლ გულადმა]], მეფის ძმამ შარლ დე ბერიმ და ბრეტანის ჰერცოგმა - [[1465]] წელს შეადგინეს „საზოგადოებრივი კეთილდღეობის ლიგა“. მეფესა და ლიგას შორის გამართულ [[მონლერის ბრძოლა]]ს ([[1465]] წ.) შედეგი არ გამოუღია. ლუი XI იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. ბრძოლა ფეოდალური დიდკაცობის წინააღმდეგ განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც [[1467]] წელს ბურგონის ჰერცოგობა მიიღო შარლ გულადმა, რომელიც დამოუკიდებელი სახელწიოს შექმნაზე ოცნებობდა. [[1477]] წლის 5 იანვარს [[ნანსის ბრძოლა]]ში შარლ გულადის დამარცხებისა და დაღუპვის შემდეგ დაიწყო „ბურგონული მემკვიდრეობისათვის“ ბრძოლა ლუი XI-სა და ავსტრიის მბრძანებელ [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან ჰაბსბურგს]] შორის (შარლ გულადის ასულისა და მემკვიდრის [[მარი ბურგონელი]]ს ქმარი). [[1482]] წელს [[არასის ზავი]]თ ლუი XI-მ დაპყრობილი ბურგონული მემკვიდრეობის მიწებიდან შეინარჩუნა [[ბურგონის საჰერცოგო]] და [[პიკარდია]], შეიერთა ანჟუსა და მენის საგრაფოები და [[პროვანსი]] [[მარსელი]]თურთ.
 
ლუი XI-ის მმართველობაში არსებითად დასრულდა [[საფრანგეთი]]ს გაერთიანება და საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ [[აბსოლუტიზმი|აბსოლუტიზმს]]. ლუი XI-მ მოახდინა არმიის რეორგანიზაცია, ხელს უწყობდა ეკონომიკურ განვითარებას, შემოიღო საფოსტო სადგურების სისტემა. მფარველობდა უნივერსიტეტებს. დაიწყო წიგნის ბეჭდვა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|306}}
 
== ბიოგრაფია ==
{{ესკიზი-საფრანგეთი}}
{{საფრანგეთის მონარქები}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XI“-დან