ნაქალაქარი (არქეოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.6.4) (ბოტის დამატება: de:Stadtarchäologie)
'''ნაქალაქარი''', ძველი ქალაქის ნაშთები, არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია. ნაქალაქართა გათხრები განსაკუთრებით დიდი მოცულობისა და მრავალმხრივ ინფორმაციას იძლევა ძველი საზოგადოებათა კულტურის და ყოფის შესახებ. გამოვლინდა ხოლმე თავდაცვითი ნაგებობების სისტემა, საკულტო, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები, სავაჭროების, სახელოსნოების, წყალსადენების, კანალიზაციისა და სხვა. ნაშთები, სამეურნეო დანიშნულებისა და საოკახო ნივთები, მონეტები, ხელოვნებისა და ეპიგრაფიკის ძეგლები და ა. შ. ნაქალაქარებისახლოს ჩვეულებრივ სამაროვნებიც გვხვდება. უძველესი ნაქალაქარები ცივილიზაციის უძველეს კერებთანაა დაკავშირებული ([[მესოპოტამია]], ეგვიპტე, მცირე აზია, ინდის ველი, ჩინეთი, ეგეოსის სამყარო). ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებშიც კი ნაქალაქარები ცნობილია ძვ. სამყაროს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ევრაზიის უკუდურესიუკიდურესი ჩრდილოეთისა და სამხრეთ აფრიკის გაყოლებით. ქ. კოლუმბის წინადროინდელ ამერიკაში ნაქალაქარები დატოვეს [[ აცტეკები|აცტეკებმა]], ინკებმა, მაიას ტომებმა.
 
ყოფილ [[სსრკ]]-ის ტერიტორიაზე უძველესი ნაქალაქარები ძვ. წ. I ათასწლეულით თარიღდება და ცნობილია შუა აზიისა და ამიერკავკასიასში (ყარათეფე, არგიშთიხინილი, თეიშებაინი და სხვა). ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI - ახ. წ. IV სს.) საქალაქო ცივილიზაციამ მოიცვა ჩრდილოეთ შავისღვისპირეთიც (ოლბია, პანტიკაპეონი, ფანაგორია, ქერსონესი და სხვა).