რუალ ამუნდსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|150px|რუალ ამუნდსენი (1872-1928)რუალ ამუნდსენი (16 ივლისი [[1...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Nlc_amundsen.jpg|thumb|150px|რუალ ამუნდსენი (1872-1928)]]რუალ ამუნდსენი ([[16 ივლისი]] [[1872]] - [[18 ივნისი]] [[1928]]) [[ნორვეგია|ნორვეგიელი]] მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი. დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო [[გრენლანდია|გრენლანდიიდან]] [[ალასკა|ალასკამდე]] (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია [[კანადა|კანადის]] არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ [[სკოტი, რობერტ|რობერტ სკოტს]]). 1918-1920 წლებში ხომალდ "მოდით" გაიარა [[ევრაზია|ევრაზიის]] ჩრდილოეთ სანაპირო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით "ნორგე" - მარშრუტით: შპიცბერგენი - ჩრდილოეთ პოლუსი - ალასკა. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ "ლატამით" გაემგზავრა უ. ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპა ეკიპაჟთან ერთად [[ბარენცის ზღვა|ბარენცის ზღვაში]]. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მტასა და [[აშშ]]-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) [[ანტარქტიდა|ანტარქტიდაში]], აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
 
[[კატეგორია:ნორვეგიელები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1872]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1928]]
[[an:Roald Amundsen]]
[[ast:Roald Amundsen]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუალ_ამუნდსენი“-დან