ლულუბეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვიკიფიცირება, დაემატა/ჩასწორდა ენათაშორისი ბმულები
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Relief Anubanini Sar-e Pol - Zahab.JPEG|250px|მინიატიურა|ლულუბეელების ბელად [[ანუბანინი]]ს ბარელიეფი წარწერითურთ.]]
'''ლულუბეელები''' — [[ზაგროსის მთიანეთი|ზაგროსის მთიანეთში]] [[ასურეთი]]ს აღმოსავლეთით [[ძვ. წ. III ათასწლეული]]ს შუა ხანებიდან [[ძვ. წ. I ათასწლეული]]ს შუა ხანებამდე ცხოვრობდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ჩანდნენ. ლულუბეელების ისტორიის ძირითადი წყარო ბაბილონური და ასურული წარწერებია, სადაც 2000 წლის მანძილზე მრავალი ცნობა არსებობს მათ შესახებ. ლულუბეელები ნახსენები არიან ხეთურ და [[ურარტუ|ურარტულ]] წყაროებშიც. ასურულ წყაროებში ლულუბის სინონიმად ჩნდება „ზამუას ქვეყანა“. ასურეთის მეფე [[სარგონ II]] (ძვ. წ. 722 - ძვ. წ. 705) აღნიშნავს, რომ ლულუბის ქვეყანას ზამუას ქვეყანას ეძახიან. დადგენილია, რომ ამ ხალხის ადგილობრივი სახელწოდებაა ლულუბეელები. ზამუაც ასევე ადგილობრივი სახელია. გვიანი ასურული წარწერები ურმიის ტბას ზამუას ქვეყნის ზღვად მოიხსენიებს. ლულუბეელების ვრცელი ტერიტორია ესაზღვრებოდა [[ბაბილონი|ბაბილონს]], [[ასურეთი|ასურეთს]], [[ელამი|ელამს]], [[მითანი|მითანს]], [[ურარტუ]]ს, [[მანა]]ს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლულუბეელები“-დან