არნულფ კარინტიელი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: pnb:ارنلف کارنتھیا |
|||
ხაზი 15:
[[895]] წელს იმპერატორმა მეორეთ დაიკავა ჩრდილო იტალია. როდესაც იგი [[ლუკა]]ში [[შობა]]ს აღნიშნავდა, მან მიიღო ცნობა, რომ, ჰერცოგმა [[სპოლეტო ლამბერტი]] რომი აიღო და [[რომის პაპი|პაპი]] წმ. ანგელოზის ციხეშია გამოკეტილი. არნულფი რომისკენ გაეშურა, რომლის კარიბჭეც დაკეტილი დახვდა. მეტოქეებმა დაცინვით უარი უთხრეს დანებებაზე. მაშინ არნულფმა შტურმით აიღო ქალაქი. ლამბერტის ბევრ მომხრეს მეფემ თავი მოკვეთა, ხოლო ხალხს მისთვის ერთგულება დააფიცებინა. პაპი მას [[წმინდა პეტრეს ტაძარი|წმინდა პეტრეს ტაძრის]] კიბეებზე შეეგება და [[896]] წლის აპრილში თავზე იმპერატორის გვირგვინი დაადგა. არნულფმა რომში ორი კვირა გაჰყო, შემდეგ კი სპოლეტოზე გაილაშქრა. [[ფერმოზი|ფერმოზში]] მან ალყა შემოარტყა ლამბერტის დედას ანგილტრუდას. წერენ, რომ მან მოისყიდა იმპერატორთან მიახლოვებული პირი, რომელმაც იმპერატორს ნელა მოქმედი საწამლავი მისცა. არნულფი ავად გახდა და მოუწია ალყის მოხსნა. გერმანელების იტალიიდან დახევა გაქცევის მაგვარი იყო. ლამბერტი მათ ფეხდაფეხ მოყვებოდა და ხსნიდა იმპერატორის მიერ დანიშნულ ხალხს. არნულფი მას ხელს ვეღარ უშლიდა, რადგან უფრო და უფრო ავად ხდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს ღალატში დასდო ბრალი, მაგრამ [[რეგენსბურგი]]ს თათბირმა [[899]] წელს იგი გაამართლა. ცოტა ხანში არნულფი გარდაიცვალა.
== ლიტერატურა ==
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
{{საღვთო რომის იმპერატორები}}
|