ლუბლინის უნია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:اتحاد لوبلين
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Irp1569.jpg|მინი|250პქ|ლუბლინის უნია]]
[[ფაილი:Irp1569.jpg|thumb|250px|ლუბლინის უნია 1569]]'''ლუბლინის უნია 1569''' - შეთანხმება [[პოლონეთი]]სა და [[ლიტვის დიდი სამთავრო]]ს ერთ სახელმწიფოდ, [[რეჩ პოსპოლიტა]]დ (Rzeczpospolita, სიტყვასიტყვით - რესპუბლიკა), გაერთიანების შესახებ. უნიის საკითხის განხილვა დაიწყო [[1569]] წელს [[ლუბლინი|ლუბლინში]] [[პოლონეთი]]სა და [[ლიტვა|ლიტვის]] ფეოდალთა საერთო სეიმზე. ხელი მოაწერეს 28 ივნისს, 1 ივლისს დაამტკიცეს პოლონეთისა და ლიტვის სეიმის დეპუტატებმა ცალ-ცალკე. ლუბლინის უნიით პოლონეთსა და ლიტვაში უნდა ყოფილიყო ერთგვაროვანი სახელმწიფო წესწყობილება, ერთიანი ფულადი სისტემა, საერთო სეიმი. სახელმწიფოს სათავეში იქნებოდა მეფე, რომელსაც ერთობლივად აირჩევდნენ ორივე ქვეყნის ფეოდალები. ლუბლინის უნიამ დაადასტურა ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიის ნაწილის [[პოლონეთის სამეფო]]სთან შეერთება; [[ლივონია]] ცხადდებოდა საერთო სამფლობელოდ, ურთიერთ შორის უქმდებოდა ბაჟები; რეჩ პოსპოლიტა ერთიან სახელმწიფოდ გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზეც. მიუხედავად ამისა, ლიტვის სახელმწიფოებრივი განცალკევებულობა მთლიანად არ ისპობოდა:შენარჩუნებული იქნა განსაკუთრებული კანონმდებლობა, სასამართლო, საკუთარი უმაღლესი ადმინისტრაციული ადმინისტრაციული თანამდებობები, ხაზინა, ჯარი. XVII-XVIII სს. განმავლობაში სახელმწიფოებრიობის ეს ელემენტები თანდათან უქმდებოდა, ხოლო [[1791]] წლის 3 მაისის კონსტიტუციამ ფაქტობრივად გააუქმა ლიტვის სახელმწიფოებრიობის ნარჩენები.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|302}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუბლინის_უნია“-დან