ბოსა-ნოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: pt:Bossa nova
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Stan Getz photo.jpg|მინი|[[სტანსტენ გეტსი]]]]
[[ფაილი:338857405 591460ac96.jpg|მინი|[[ჟოაო ჟილბერტო]]]]
'''ბოსა-ნოვა''' ([[პორტუგალიური ენა|პორ.]]:Bossa nova) — [[ბრაზილია|ბრაზილიური]] [[მუსიკა|მუსიკის]] სტილი, რომელიც [[1950-იანი წლები|1950-იან წლებში]] შეიქმნა [[რიო-დე-ჟანეირო]]ს [[კოპაკაბანა|კოპაკაბანისა]] და [[იპანემა|იპანემის]] ზღვისპირა უბნებში მცხოვრები სტუდენტებისა და მუსიკოსების მიერ. სახელი დაახლოებით ნიშნავს: "ახალი რითმი" ან "ახალი გზა". ბრაზილიაში თავდაპირველად ეს ჟანრი ცნობილი გახდა [[ჟოაო ჟილბერტო]]ს შესრულებული [[ჟობიმი, ანტონიო კარლოს|ანტონიო კარლოს ჟობიმისა]] და [[მორაესი, ცინისიუს დე|ცინისიუს დე მორაესის]] კომპოზიციით „ჩეგა დე სოდადე“ (პორტ. ''Chega de Saudade''), რომლის ჩანაწერი [[1958]] წელს გამოვიდა.
 
== წარმოშობა და ისტორია ==
მუსიკას ფესვები სამბაში აქვს თუმცა იფრო კომპლექსურია ჰარმონიის მხრივ და ნაკლებად პერკუსიული. ჟანრზე დიდი ზეგავლენა იქონია [[ქულ-ჯაზი|ქულ-ჯაზმა]] და მასიურად პოპულარული გახდა [[ბრაზილია|ბრაზილიასა]] და მთელს [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]]. ჟანრს ასევე საკმაოდ ვრცელი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა 1959 წელს კინოფილმი "შავი ორფეუსი"-ს და [[1960]] წელს [[სტანსტენ გეტსი]]ს ჩანაწერების გამოსვლის შემდეგ.
 
შეიძლება თუ არა ბოსა-ნოვას დაერქვას მიმდინარეობა დიდი დებატების საგანია. თუმცა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ამ ჟანრის წარმოშობა დიდი მოვლენა იყო ბრაზილიის მუსიკის იტორიაში. მან შემოიტანა მუსიკაში კომპლექსური ჰარმონიები, დაახლოვა ლირიკა მუსიკასთან, ხოლო [[არანჟირება]] - მუსიკალურ ფორმასთან. მან თავის მხრივ ზეგავლენა იქონია შედარებით გვიანდელ მიმდინარეობაზე [[ტროპიკალია]]. ბოსა ნოვას რეპერტუარი ძირითადად შედგება სიმღერებისგან, მაშინ როცა მსგავსი ხმოვანების ინსტრუმენტალური მუსიკა [[სამბა-ჯაზი|სამბა-ჯაზის]] ჟანრს მიეკუთვნება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსა-ნოვა“-დან