გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Xatusa5-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 60:
გერასიმე ქიქოძე დაიბადა [[1825]] წლის 15 ნოემბერს სოფელ [[ბახვი|ბახვში]], [[ოზურგეთის მაზრა]]ში. [[1839]] წელს დაამთავრა [[თბილისი|თბილისის]] სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. [[1842]] წელს შევიდა [[ფსკოვი]]ს სასულიერო სემინარიაში. [[1845]] წელს დაამთავრა [[პეტერბურგი]]ს სასულიერო სემინარია, ხოლო [[1849]] წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის [[გიორგი XII]]-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.
 
[[1851]]-[[1858]] წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა [[ფიზიკა]]სა და [[მათემატიკა]]ს. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. [[1851]] წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. [[1856]] წელს, 32ოჯახური წლისტრაგედიის ასაკშიგამო მას(მოკლე თავსდროში დაატყდა უბედურება: გარდაეცვალაგარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი.ამ მიზეზით ) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. [[1858]] წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის]] მონასტერშიწინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა [[გორი]]ს ეპისკოპოსად. [[1860]] წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა [[აფხაზეთი]]სა (1869-1886) და [[სამეგრელო]]-[[სვანეთი]]ს (1873-1886) ეპარქიებს.
 
მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს [[გელათის მონასტერი|გელათის]] ღვთისმშობლის ეკლესიაში.
 
== სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ==