გეოქრონოლოგიური სკალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: ia:Era geologic
- "TectonicReconstructionGlobal2.gif". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Micheletb-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation.
ხაზი 14:
ხანგრძლივ კვლევათა შედეგად შემუშავებულია სტრატიგრაფიული სკალა, რომელშიც [[დედამიწის ქერქი]]ს შრეთა დალექვის ზოგადი თანამიმდევრობაა მოცემული. ამ სკალის ზედა (გვიანი) ნაწილი — [[ფანეროზოური ეონი|ფანეროზოური]] — საკმაოდ დეტალურად არის დანაწილებული პალეონტოლოგიური მეთოდის მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება სკალის ქვედა (ადრეულ) ნაწილს, აქ ნამარხთა ცუდად
დაცვის ან საერთოდ არარსებობის გამო პალეონტოლოგიური მეთოდის გამოყენების საშუალება ძლიერ შეზღუდულია. ამიტომ თავდაპირველად კამბრიულისწინა წარმონაქმნების დანაწილებას საფუძვლად დაედო სათანადო ქანების [[მეტამორფიზმი]]ს ხარისხი და სწორედ ამის საფუძველზე გამოყვეს არქეული (არქეოზოური) და პროტეროზოური ერები. სკალის ფანეროზოური ნაწილი იყოფა სამ ჯგუფად — [[პალეოზოური ჯგუფი|პალეოზოური]], [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] და [[კაინოზოური ჯგუფი|კაინოზოური]].
 
[[სურათი:TectonicReconstructionGlobal2.gif|მინი|left|320პქ|<center>დედამიწის ანიმაციური დემონსტრაცია (პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია)]]
''აბსოლუტური გეოლოგიური წელთაღრიცხვა'' ჩაისახა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბუნებრივი რადიოაქტიურობის აღმოჩენის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური ელემენების რადიოაქტიური დაშლის სიჩქარე გამოეყენებინათ [[ქანი (გეოლოგია)|ქანებისა]] და [[მინერალები]]ს აბსოლუტური ასაკის დასადგენად (პ. კიური, ე. რეზერფორდი).