ევგენ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/გასწორდა თარგი
ხაზი 1:
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი
'''ევგენ (გენო) ღვალაძე''' (დ. [[13 მაისი]] , [[1900]], [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერი]], [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[15 ოქტომბერი]], [[1937]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო|საქართველოს]] [[1921]]-[[1937]] წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) "თეთრი გიორგი"–ს ჯვრის კავალერი ([[1921]], თებერვალი).
| სახელი= ევგენ ღვალაძე
| მშობლიურ ენაზე=
| სურათი=
| სურათის ზომა=
| წარწერა=
| დაბადების სახელი=
| ფსევდონიმი= გ.<br /> გენო
| დაბადების თარიღი= [[13 მაისი]], [[1900]]
| დაბადების ადგილი= [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერი]]
| გარდაცვალების თარიღი= [[15 ოქტომბერი]], [[1937]]
| გარდაცვალების ადგილი= [[თბილისი]]
| მოქალაქეობა=
| განათლება= [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]
| სამეცნიერო ხარისხი=
| ეროვნება= [[ქართველები|ქართველი]]
| რელიგია=
| პარტია= [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია]]
| ძირითადი იდეები= [[ნაციონალიზმი]]
| საქმიანობა=
| მამა=[[არტემ ღვალაძე]]
| დედა=
| მეუღლე=[[თამარ ღვალაძე]]
| შვილები= [[ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი]]<br /> [[ლატავრა ღვალაძე]]<br /> [[გურანდა ღვალაძე]]<br /> [[ნოდარ ღვალაძე]]
| ჯილდოები=
| ხელმოწერა=
| საიტი=
}}
 
'''ევგენ (გენო) ღვალაძე''' (დ. [[13 მაისი]] , [[1900]], [[სვერი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)|სვერი]], [[ჭიათურის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[15 ოქტომბერი]], [[1937]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] ადვოკატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველო|საქართველოს]] [[1921]]-[[1937]] წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) "თეთრი„თეთრი გიორგი"–სგიორგის“ ჯვრის კავალერი ([[1921]], თებერვალი).
 
==ბიოგრაფია==
Line 7 ⟶ 36:
===განათლება===
 
[[1917]] წელს ევგენ ღვალაძემ დაასრულა ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელი (სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები [[გომელაური, ივანე|ივანე გომელაური]] და [[ნიკოლოზ ჯაყელი|ნიკო ჯაყელი]]), ხოლო [[1920]] წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული, სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედი "საერთო„საერთო განათლების კურსები"კურსები“, რომელიც მისი დირექტორის, პროფესორ [[ნუცუბიძე, შალვა|შალვა ნუცუბიძის]] პატივსაცემად "ნუცუბიძის კურსები"-ს სახელწოდებით იყო ცნობილი. აქ ე. ღვალაძეს ასწავლიდნენ [[ბარნოვი, ვასილ|ვასილ ბარნოვი]] (ბარნაველი), [[მდივანი, ალექსანდრე|ალექსანდრე მდივანი]], შალვა ნუცუბიძე, [[ახვლედიანი, გიორგი|გიორგი ახვლედიანი]], [[უზნაძე, დიმიტრი|დიმიტრი უზნაძე]], [[ნათაძე, გიგო|გიგო ნათაძე]], [[ნეიმანი, ალექსანდრე|ალექსანდრე ნეიმანი]] და სხვა მოღვაწენი. [[1926]] წელს გენო ღვალაძემ დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის სოციალური (იურიდიული) განყოფილება (თსუ-ის იურისტთა პირველი გამოშვება). იგი ითვლებოდა გამოჩენილი მეცნიერ-იურისტისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ [[ანდრონიკაშვილი, ლუარსაბ|ლუარსაბ ანდრონიკაშვილის]] ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. [[1928]] წელს მან დაასრულა აღნიშნული ფაკულტეტის ეკონომიკური განყოფილებაც.
 
===1917-1921 წლები===
===ევგენ ღვალაძის მოღვაწეობა 1917-1921 წლებში===
 
[[1917]] წელს, ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის დასრულებისთანავე, გენო ღვალაძე გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი და ამ პარტიაში ირიცხებოდა [[1923]] წლის ჩათვლით. მას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან [[დევდარიანი, სეით|სეით დევდარიანთან]] (რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს 1937 წელს). [[1921]]-[[1923]] ღვალაძე იყო ხსენებული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (”[[ახალგაზრდა მარქსისტები]]”) იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ცენტრალური კომიტეტის წევრი და თბილისის კომიტეტის მდივანი.
Line 15 ⟶ 44:
[[1920]] წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გიმნაზიის ,- "ნუცუბიძის კურსები"-ს დამთავრებისთანავე, მან ლეიტენანტის სამხედრო წოდებით სამსახური დაიწყო [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ეროვნულ არმიაში. [[1921]] წლის თებერვალ-მარტში პორუჩიკი ევგენ ღვალაძე აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკური [[რუსეთი|რუსეთის]] მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელას ცნობილ ბრძოლებში და [[ბათუმი|ბათუმის]] ომში, რომლის დროსაც გენერალ [[მაზნიაშვილი, გიორგი|გიორგი მაზნიაშვილის]] დივიზიის მიერ ბათუმი და [[აჭარა|აჭარის]] მნიშვნელოვანი ნაწილი გაწმენდილ იქნა [[თურქეთი|თურქული]] სამხედრო შენაერთებისგან. აღსანიშნავია, რომ მე–11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი მამაცობისათვის [[1921]] წლის თებერვალში, ეროვნული არმიის სხვა ოფიცრებთან ერთად, ღვალაძეს ფრონტის ხაზზე გადაეცა "თეთრი გიორგი"–ს ჯვარი.
 
===1921-1937 წლები===
 
ბოლოშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ევგენ ღვალაძე [[თბილისი|თბილისში]] დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[1922]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]] იგი იყო თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალათასიანი მშვიდობიანი მანიფესტაციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. იმავე დღეს, მანიფესტაციის სხვა ორგანიზატორებთან ერთად იგი დაპატიმრებულ იქნა ბოლშევიკური "საგანგებო კომისიის " (ე.წ. "ჩეკა"„ჩეკა“) მიერ. თვენახევრის მანძილზე იგი იმყოფებოდა მეტეხის ციხეში და ხსენებულ აქციაზე დაპატიმრებულ სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნა გათავისუფლებული მეტეხის ციხესთან მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგების შედეგად. [[1922]] წლის [[26 მაისი|26 მაისის]] მანიფესტაცია იყო პირველი მნიშვნელოვანი ანტისაბჭოთა აქცია, რომელმაც სერიოზული ბიძგი მისცა შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
 
[[1922]] წლის სექტემბრიდან [[1924]] წლის [[29 აგვისტო|29 აგვისტოს]] ჩათვლით გენო ღვალაძე იყო საქართველოს არალეგალური ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]) რწმუნებული [[კახეთი|კახეთის]] მხარეში და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პოლკოვნიკ [[ჩოლოყაშვილი, ქაქუცა|ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილის]] "შეფიცულთა„შეფიცულთა რაზმთან"რაზმთან“. იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1924]] წლის აგვისტოს საყოველთაო-სახალხო ამბოხების მომზადებაში. აღნიშნული ამბოხების სისხლში ჩახშობისთანავე მთელ საქართველოში დაიწყო მის მონაწილეთა დაპატიმრებები. იმავე წლის 5 სექტემბერს "ჩეკა"-მ დააპატიმრა ევგენ ღვალაძეც. იგი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა [[1925]] წლის მარტამდე, როდესაც ცნობილ ქართველ მოღვაწეთა ჯგუფმა ([[რობაქიძე, გრიგოლ|გრიგოლ რობაქიძე]], [[ნუცუბიძე, შალვა|შალვა ნუცუბიძე]] და სხვანი) მოითხოვა პატიმრობიდან [[გამსახურდია, კონსტანტინე|კონსტანტინე გამსახურდიას]], ევგენ ღვალაძის და სხვათა გათავისუფლება.
 
[[1924]] წელს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეთა თაოსნობით [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] შეიქმნა ეროვნულ-პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი„თეთრი გიორგი"გიორგი“. [[1926]] წლიდან [[1937]] წლის 9 აგვისტომდე (მის ხელახალ დაპატიმრებამდე) ევგენ ღვალაძე იყო ამ ორგანიზაციის პირველი კონსპირაციული ჯგუფის ხელმძღვანელი.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, [[1926]]-[[1932]] წლებში იგი იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი და ეწეოდა ნაყოფიერ საადვოკატო მოღვაწეობას. [[1932]] წელს პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატთა კოლეგია და თავი დაანება ამ დარგში მოღვაწეობას. [[1932]]-[[1935]] წლებში იგი იყო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სამშენებლო სამმართველოს ("ზაკჟელდორსტროი"„ზაკჟელდორსტროი“) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე.
 
[[1935]] წელს დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა. დააპატიმრეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რამდენიმე ცნობილი მოღვაწე, მათ შორის ღვალაძის ახლო ნათესავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი [[წერეთელი, ალექსანდრე|ალექსანდრე წერეთელი]]. გენო ღვალაძემ დატოვა თბილისი და თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად ქ. [[გორი|გორში]] გადავიდა. [[1935]]-[[1937]] წლებში იგი იყო ერთ-ერთი სამრეწველო ორგანიზაციის მთავარი ბუღალტერი და გორის სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი.
 
გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ევგენ ღვალაძე იყო ეროვნული ხასიათის 70-მდე ნარკვევის, პუბლიცისტური წერილის და 30–ზე მეტი ლექსის ავტორი. ეს წერილები და ლექსები ქვეყნდებოდა [[1916]]-[[1926]] წლების ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე საყურადღებო წერილი ფსევდონიმებით ("გ„გ.", "გენო"„გენო“ და სხვ.) გამოქვეყნდა ქართულ ემიგრანტულ პერიოდიკაში. იყო საქართველოს აკადემიურ მწერალთა ასოციაციის წევრი. მას ეკუთვნოდა რომანი "დიმიტრია ბლაჟა ანუ "რომანი ნაგლეჯებში", რომლის ხელნაწერის კონფისკაცია მოახდინა საქართველოს სსრ "შინსახკომმა" 1937 წელს (ამჟამად თხზულება დაკარგულია).
 
[[1937]] წლის [[9 აგვისტო|9 აგვისტოს]] იგი კვლავ დააპატიმრეს. იმავე წლის 5 ოქტომბერს ე.წ. "შინსახკომის" დიდმა სამეულმა მას მიუსაჯა დახვრეტა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 15 ოქტომბერს, თბილისში.
 
===სიკდვილის შემდგომ===
ევგენ ღვალაძის მეუღლე, - [[ღვალაძე, თამარ|თამარ ღვალაძე]] (1902-1986) იყო თვალსაჩინო მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი. მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან მათი შვილები: თვალსაჩინო თეატრმცოდნე და პედაგოგი [[ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი]], ცნობილი ფილოლოგი-არაბისტი, დოცენტი [[ლატავრა ღვალაძე]] და ცნობილი ბოტანიკოსი, პროფესორი [[გურანდა ღვალაძე]]. ვაჟი, თვალსაჩინო ინჟინერ-გეოლოგი [[ნოდარ ღვალაძე]] გარდაიცვალა 1992 წელს.
 
[[2009]] წლის 4 ნოემბერს ჭიათურის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა ქ. [[ჭიათურა|ჭიათურის]] ერთ–ერთ ქუჩას. [[2010]] წლის 13 ივნისს, ევგენ ღვალაძის დაბადებიდან 110–ე წლისთავთან დაკავშირებით, აღნიშნულ ქუჩაზე გაიხსნა მემორიალური დაფა, ხოლო ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი – მისი მემორიალური სტენდი. [[2012]] წლის 27 იანვარს, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ევგენ ღვალაძის სახელი მიენიჭა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რ-ნის ერთ-ერთ ქუჩას. მის შესახებ მასალა წარმოდგენილია თბილისში, [[საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი|საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის]] მუდმივ ექსპოზიციაში, [[საქართველოს ეროვნული არქივი|საქართველოს ეროვნულ არქივსა]] და საქართველოს შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს ყოფ. "სუკ"-ის ფონდში.
 
==ოჯახი==
ევგენ ღვალაძის მეუღლე, - [[ღვალაძე, თამარ|თამარ ღვალაძე]] (1902-1986) იყო თვალსაჩინო მკვლევარი-ბიბლიოგრაფი და პედაგოგი. მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან მათი შვილები: თვალსაჩინო თეატრმცოდნე და პედაგოგი [[ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი]], ცნობილი ფილოლოგი-არაბისტი, დოცენტი [[ლატავრა ღვალაძე]] და ცნობილი ბოტანიკოსი, პროფესორი [[გურანდა ღვალაძე]]. ვაჟი, თვალსაჩინო ინჟინერ-გეოლოგი [[ნოდარ ღვალაძე]] გარდაიცვალა 1992 წელს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევგენ_ღვალაძე“-დან