ლაგაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ [[1877]] წლიდან ფრანგი არქეოლოგები ე. დე სარზეკი, გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და ა. პარო.
 
პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე [[ძვ. წ. V ათასწლეული]]ს ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება ძვ. წ. XXVI საუკუნიდან. ამ დროს იგი ქალაქ [[შურუფაქი]]ს მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა ძვ. წ. XXV-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა [[ეანათუმი]]ს დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელტანმბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში „ძერათა სტელას“ უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, [[ლუგალანდა]]ს მმართველობის დროს. [[ძვ. წ. 1364]] წელს ლაგაში უმის მეფე [[ლუგალზაგესი|ლუგალზაგესმა]] დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე სარგონ დიდმა. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია [[გუდეა]]ს გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება [[ნინგირსუ]]ს ბრწყინვალე ტაძარი [[ენინუ]]. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. [[ურის მესამე დინასტია|ურის III დინასტიის]] ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში [[აქადის იმპერია|აქადის]] და [[შუმერი|შუმერის]] სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|6|97}}
{{ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია}}
 
[[კატეგორია:შუმერული ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაგაში“-დან