ღოლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა '{{წასაშლელი}}'-ით
No edit summary
ხაზი 1:
'''ღოლო''' მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს დატოტვილი ფესვი და პირდაპირმდგომი ღერო 1,5-2,0 მ. სიმაღლის. 15-25 სმ სიგრძის ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილში სამკუთხა-კვერცხისებრია, გულისებრ ღრმად ამოჭრილი ფუძით და კიდეებში ტალღისებრი დაკბილვით. ყვავილები რგოლურადაა განლაგებული და კენწრული საგველას სახითაა შეკრებილი, ნაყოფი ღია-ყავისფერია, კვერცხისებრი კონფიგურაციისია და სამკუთხა.
{{წასაშლელი}}
 
==ქიმიური შემადგენლობა==
შეიცავს კატექინებსა და ლეიკოანტიციანებს.
 
==გამოყენება==
ღოლოს ფესვების და ნაყოფების გამონახარშს იყენებენ ფილტვების ტუბერკულიოზის, დიზენტერიის და ნაწლავების დაავადებისას, ნედლი დაბეგვილი ფესვები რძის ნაღებთან ნარევში გამოიყენება სხვადასხვა გამონაყრებისა და ქავილების დროს. ფესვების ნაყენი ძმარზე კარგი საშუალებაა სარსველის დროს დაზელვისათვის, უკანასკნელ დროს ღოლოს ფესვებიდან გამოყოფილ ექსტრაქტს წარმატებით იყენებენ სიმსივნური წამონაქმნების წინააღმდეგ სამკურნალოდ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://flora.iatp.org.ge/Georgian/35.htm იმერეთის სამკურნალო ფლორა]
 
{{ფლორა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღოლო“-დან