ჯოზეფ მერიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
}}
 
'''ჯოზეფ კერი მერიკი''' ({{lang-en|Joseph Merrick;}} დ. [[5 აგვისტო]], [[1862]] — გ. [[11 აპრილი]], [[1890]]), ზოგჯერ არასწორად მოიხსენიებენ როგორც ''ჯონ მერიკს'', — [[ინგლისელები|ინგლისელი]] მამაკაცი, რომელიც განიცდიდა სხეულის ძლიერ სიმახინჯეს, ამასთანავე „ადამიანი-სპილოს“ სახელით გამოჰყავდათ [[მახინჯების შოუ|მახინჯების შოუში]]. ლონდონის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დასახლდა ლონდონის სამეფო საავადმყოფოში. დაიბადა ქალაქ [[ლესტერი|ლესტერში]]. სხეულის არასწორი განვითარება დაეწყო დაბადებიდან პირველ წლებში. კანი სქელი და ხორკლიანი ჰქონდა, კარგად განვითარებული ტუჩები და ძვლოვანი დიდი გამონაზარდი შუბლზე. მარჯვენა ხელი და ორივე ფეხი მეტად გაფართოებული ჰქონდა; ბავშვობაში, დაცემის შედეგად, თეძო დაიზიანა, რაც სიკოჭლის მიზეზი გახდა. 11 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა, ხოლო მამამისი სხვა ქალზე დაქორწინდა. მერიკმა [[სკოლა]] 13 წლის ასაკში მიატოვა, რთული იყო სამსახურის პოვნაც. მამამისმა და დედინაცვალმა ბავშვს ზურგი შეაქციეს და მერიკმა სახლი მიატოვა. [[1879]] წლის ბოლოს 17 წლის ასაკში შევიდა ლესტერის სამუშაო სახლის კავშირში (''საქველმოქმედო დაწესებულება'').
 
[[1884|1884 წელს]] სამუშაო სახლში გატარებული 4 წლის შემდეგ, იგი დაუკავშირდა შოუმენს, სახელად სემ ტორს, რომელმაც გარკვეული [[ადამიანი|ადამიანებისგან]] შემდგარი ორგანიზაცია შექმნა და ამასთანავე უზრუნველყვესუზრუნველყო მისი ჩვენებებზე გამოყვანა; მათვე შეარქვეს მერიკს — „ადამიანი-სპილო“. აღმოსავლეთ მიდლენდში გატარებული მოგზაურობის შემდეგ იგი ქალაქ [[ლონდონი|ლონდონში]] გაემგაზვრა, სადაც იაფფასიან თეატრში მოუწია გამოსვლა. აღნიშნული დაწესებულება ლონდონის სამეფო საავადმყოფოს სიახლოვეს მდებარეობდა, რომელიც ერთხანს ქირურგმა [[ფრედერიკ ტრივზი|ფრედერიკ ტრივზმა]] მოინახულა, რომელმაც მას დაკვირვებების ჩასატარებლად და ფოტოსურათების გადასაღებად საავადმყოფოში მისვლა შესთავაზა. ერთი პერიოდი მერიკს გადანაცვლება მოუწია [[ბელგია]]ში, სადაც იგი მისმა მენეჯერმა გაძარცვა და მას ქალაქ [[ბრიუსელი|ბრიუსელში]] მოუწია დარჩენა. მოგვიანებით ტრივზმა იგი ხელმეორედ მოათავსა თავისთან საავადმყოფოში.
 
განუკურნებელი მდგომარეობის მიუხედავად, მერიკს მისცეს საავადმყოფოში მუდმივად დარჩენის უფლება. ექიმი ტრივზი ყოველდღიურად ნახულობდა მას და მათ შორის კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მერიკი აგრეთვე თავისთან ღებულობდა მდიდარ ქალბატონებსა და ლონდონის საზოგადოების ჯენლტმენებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოზეფ_მერიკი“-დან