დეკა (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის სხირტლა ცვლილებების გაუქმება (№2171818)
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''დეკა''' (Rhododendron caucasicum), რელიქტური მცენარე [[მანანასებრნი|მანანასებრთა]] ოჯახის როდოდენდრონის გვარისა.
 
მარადმწვანე დაბალი (1—1,5 მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი — ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600—3000 მ-მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში — პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის ასევე ხშირ რაყას — [[დეკიანი|დეკიანს]]. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14—17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყლისათვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშია მოშენებული.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|441-442|სახოკია მ.}}
* ''სახოკია მ.'', ქსე, ტ. 3, გვ. 441-442, თბ., 1978
 
[[კატეგორია:მანანასებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეკა_(მცენარე)“-დან