დეკა (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: fr:Rhododendron caucasicum
No edit summary
ხაზი 26:
 
მარადმწვანე დაბალი (1—1,5 მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი — ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600—3000 მ-მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში — პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის ასევე ხშირ რაყას — [[დეკიანი|დეკიანს]]. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14—17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყლისათვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშია მოშენებული.
 
 
 
==გალერეა==
<gallery>
ფაილი:დეკა.JPG|
</gallery>
 
 
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეკა_(მცენარე)“-დან