დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში''' — პერიოდი [[პაპი|პაპობის]] ისტორიაში ([[1378]]-[[1417]] წწ.), როდესაც პაპის ტახტისთვის რამდენიმე პაპი იბრძოდა ერთდროულად. დიდი განხეთქილების მიზეზები იყო პაპობის, როგორც სისტემის დაკნინება დასავლეთ ევროპაში ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ბრძოლა პაპის ტახტის დასამორჩილებლად. დიდი განხეთქილება მოჰყვა [[პაპების ავინიონის ტყვეობა]]ს. [[ავინიონი]]დან რომში დაბრუნებული [[გრიგოლ XI|გრიგოლ XI-ის]] ([[1370]]-[[1378]] წწ.) გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთი და შუა იტალიის, [[გერმანია|გერმანიის]], სკანდინავიის სახელმწიფოების და [[ინგლისი]]ს მხარდაჭერით პაპად აირჩიეს [[ურბან VI]] ([[1378]]-[[1389]] წწ.), ხოლო [[საფრანგეთი]]სა და მისი მოკავშირე ქვეყნების - [[ესპანეთი]]ს, [[შოტლანდია|შოტლანდიის]], ნეაპოლის სამღვდელოებამ ავინიონში პაპად აირჩია [[კლიმენტ VII (ანტიპაპი) |კლიმენტი VII]] ([[1378]]-[[1394]] წწ.) შეიქმნა ორი პაპის კურია. პაპებმა ერთმანეთი შეაჩვენეს.
 
[[პიზის საეკლესიო კრება]]მ [[1409]] წელს გადააყენა როგორც ავიიონის პაპი [[ბენედიქტე XIII (ანტიპაპი)|ბენედიქტე XIII]] (პაპიანტიპაპი იყო [[1394]]-[[1422]] წლიდანწწ.), ისე რომის პაპი [[გრიგოლ XII]] (პაპად იყო [[1406]] წლიდან) და პაპად აირჩია [[ალექსანდრე V (ანტიპაპი)|ალექსანდრე V]] (პაპიანტიპაპი [[1409]]-[[1410]] წწ.). გადაყენებულმა პაპებმა არ სცნეს კრების გადაწყვეტილება, პაპის ტახტზე აღმოჩნდა სამი პაპი. დიდი განხეთქილებამ ხელი შეუწყო მწვალებლური მოძრაობის გავრცელებას, რომელიც ფეოდალურ წყობილებას ემუქრებოდა. ამით უკმაყოფილო საერო ფეოდალებმა ეკლესიის ერთობის დამყარება მოითხოვეს. [[კონსტანცის საეკლესიო კრება]]მ ([[1414]]-[[1418]] წწ.) ბოლო მოუღო დიდი განხეთქილებას, გადააყენა სამივე პაპი - [[იოანე XXIII (ანტიპაპი)|იოანე XXIII]] (ალექსანდრე V-ის მემკვიდრე, ანტიპაპი [[1410]]–[[1415]] წწ.), [[გრიგოლ XII]] და [[ბენედიქტე XIII]]. პაპად აირჩია [[მარტინ V]]. დიდი განხეთქილებამ შეარყია პაპობისა და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] ავტორიტეტი.
 
==იხილეთ აგრეთვე==