ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
* მეგობრების დარწმუნება ანგარიშების შექმნაში ერთ-ერთი მოსაზრების მხარდასაჭერად.
 
რამდენიმე ანგარიშის არასწორად გამოყენება საზოგადოების ნდობის სერიოზულ დარღვევად ითვლება, რასაც საბოლოოდ ყველა ამ ანგარიშისა და IP მისამართის [[ვპ:ბლოკი|ბლოკირება]] მოჰყვება შედეგად, როგორც ვიკიპედიაში, ასევე მის დობილ პროექტებში. პოტენციურად შესაძლებელია ასევე რამდენიმე ანგარიშით მოქმედებას შედეგად მოჰყვეს პიროვნების „რეალური“ საქმიანობისა და პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამოვლენა, თუ კი ეს მიიჩნევა მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან აცილებისათვის საჭიროდ.<ref>[[Wikimedia:Privacy policy#IP_and_other_technical_information|ფონდ ვიკიმედიის კონფიდენციალურობის პოლიტიკა]]</ref>
 
მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის (იხილეთ ქვემოთ), თითოეული ასეთი ანგარიშის დანიშნულებისა და ურთიერთკავშირის ახსნა-განმარტებით. ასეთ შემთხვევაში, სასურველია მომხმარებლისა და მისი განხილვის გვერდის გადამისამართება შესაბამის მომხმარებელსა და განხილვის გვერდზე. მომხმარებლებმა, რომლებიც იყენებენ ანგარიშებს ბმულების გარეშე ან ცალკე IP მისამართებს, უნდა ძალიან იფრთხილონ, რადგან ისეთი უბრალო მოქმედებაც კი, როგორებიცაა ვიკიფიცირება, [[ვპ:ებ|ენათშორისი]] თუ შიდა ბმულების ჩასმა, შესაძლოა, მიჩნეული იქნას ანგარიშებით თამაშად, წესების დარღვევად, და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთილისმსურველი მიზნები სანქციების თავიდან აცილების მიზეზი ვერ გახდება.