ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ რამდენიმე ანგარიში დაშვებული მიზეზების გამო, უნდა უზრუნველყონ ბმულები ამ ანგარიშებსა და შესაბამის მომხმარებლის გვერდებს შორის (იხილეთ ქვემოთ), თითოეული ასეთი ანგარიშის დანიშნულებისა და ურთიერთკავშირის ახსნა-განმარტებით. ასეთ შემთხვევაში, სასურველია მომხმარებლისა და მისი განხილვის გვერდის გადამისამართება შესაბამის მომხმარებელსა და განხილვის გვერდზე. მომხმარებლებმა, რომლებიც იყენებენ ანგარიშებს ბმულების გარეშე ან ცალკე IP მისამართებს, უნდა ძალიან იფრთხილონ, რადგან ისეთი უბრალო მოქმედებაც კი, როგორებიცაა ვიკიფიცირება, [[ვპ:ებ|ენათშორისი]] თუ შიდა ბმულების ჩასმა, შესაძლოა, მიჩნეული იქნას ანგარიშებით თამაშად, წესების დარღვევად, და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, კეთილისმსურველი მიზნები სანქციების თავიდან აცილების მიზეზი ვერ გახდება.
 
== ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება {{მალხმობა|ვპ:არასწორი}} ==
{{მალხმობა|ვპ:არასწორი}}
ალტერნატიული ანგარიშების არასწორი გამოყენება მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევებით:
*'''მხარდაჭერის ილუზიის შექმნა''': ალტერნატიული ანგარიშები არ უნდა იქნას გამოყენებული იმაზე მეტი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად ერთ-ერთი მოსაზრებისთვის, ვიდრე ეს სინამდვილეშია.
17,411

რედაქტირება