დრევლიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Slav-7-8-obrez.png|250px|მინიატიურა|სლავები და მათი მეზობლები]]
'''დრევლიანები''' — [[აღმოსავლეთი სლავები|აღმოსავლეთ სლავთა]] ტომობრივი გაერთიანება [[VI საუკუნე|VI]]-[[X საუკუნე]]ებში. ეჭირა მარჯვენა ნაპირის [[უკრაინა|უკრაინის]] ტერიტორია მდინარეების [[ტეტერევი]]ს, [[უჟი]]ს, [[უბორტი]]ს, [[სტვიგი]]ს აუზებში. დრევლიანებს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა [[პოლიანები|პოლიანთა]], დასავლეთით [[ვოლინელები]]სა და [[ბუგელები]]ს, ჩრდილოეთით - [[დრეგოვიჩები]]ს ქვეყანა. არქეოლოგიური ძეგლებიდან გვხვდება მრავალი მიწათმოქმედ ტომთა ნამოსახლარი, სამარხი და [[გორასამარხი]], ნაქალაქარი და სხვ. მთავარი ქალაქი იყო ის[[კოროსტენი|ისკოროსტენი]] მდინარე უჟზე. ახ. წ. I ათასწლეულის ბოლოს განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა. მატიანის მიხედვით, დრევლიანებს საკუთარი სამთავრო ჰქონიათ. [[883]] წელს კიევის მთავარმა [[ოლეგი|ოლეგმა]] დრევლიანები დახარკა. [[907]] წელს დრევლიანები კიევის ჯართან ერთად ლაშქრობდნენ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] წინააღმდეგ. [[945]] წელს დრევლიანებმა მოკლეს კიევის მთავარი [[იგორი]], რომლის ქვრივი [[ოლღა მოციქულთასწორი|ოლგა]] სასტიკად გაუსწორდა დრევლიანებს, გაანადგურა წარჩინებულები და ცეცხლს მისცა მათი ქალაქები. დრევლიანების მიწა კიევის სუფლისწულო გახდა (ცენტრი ქალაქი [[ვრუჩი]]).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დრევლიანები“-დან