დავით III: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: sh:David III od Taoa
+თ:მრავალმნიშვნელოვნება
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|დავით III (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:David III of Tao.jpg|thumb|right|დავით III]]
[[ფაილი:David III cross, Georgia.JPG|thumb|right|]]
'''დავით III''' ''დიდი, კურაპალატი'' (გ. [[1001]]), [[ადარნასე III|ადარნასე III-ის]] ძე, [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ტაოს შტოს წარმომადგენელი, ტაოს მეფე. დავით III ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერ-ტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X საუკუნის შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის [[ბაგრატ III|ბაგრატ III-ის]] გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. როდესაც ბაგრატის გამეფებით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელთა დახმარებით შეიპყრეს ბაგრატი, მისი მამა - [[გურგენი]] და დედოფალი [[გურანდუხტი (X ს.)|გურანდუხტი]], დავით III-მ ისინი გაათავისუფლა და უფლებები აღუდგინა.
 
დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გაიბა ფართო ეკონომიური კავშირი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აღდგა საქართველოში არაბთა მფლობელობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის გამოშვება. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. გარდა ამისა, დავით III ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს ([[ექვთიმე ათონელი]] და სხვ.) საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს.
Line 8 ⟶ 9:
 
დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.
 
==ლიტერატურა==
*''ლორთქიფანიძე მ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 333-334, თბ., 1978
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_III“-დან