ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა პუნქტუაცია
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 36:
 
=== მთავრობათა ცვლა ===
ხუთი წლის განმავლობაში [[1917]] წლის მიწურულიდან [[1922]] წლის დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 11 მთავრობა შეიცვალა. ყოველი მათგანი ცდილობდა ქვეყნის მართვას კონსტიტუციური მონარქიის ჩარჩოებში. მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის წინაშე მდგარი არცერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა. [[1923]] წლისათვის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდნენ ძალაგამოცლილი ლიბერალები. სამეფო ტახტი ირყეოდა, რადგანაც საიმედო დასაყრდენი არ გააჩნდა. სახელმწიფო აპარატი რღვევის სტადიაში იმყოფებოდა, რაც მასობრივ კორუფციაში გამოიხატა. იყო გაფიცვა და ტერორი. კორტესებში ეწყობოდა მძაფრი დებატები. [[მაროკო]]ში მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ომი. ამასობაში კი ესპანეთში მწიფდებოდა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები.
 
[[1923]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] გენერალმა [[მიგელ პრიმო დე რივერა]]მ შეძლო სახელმწიფო გადატრალება მოეწყო და სამხედრო დიქტატურა დაემყარებინა. ეკონომიკის სფეროში დიქტატურის გეგმები უაღრესად ფართო და გრანდიოზული, მაგრამ იმავე დროს ნაკლებად საფუძვლიანი იყო. რაც შეეხება საგარეო პილიტიკის სფეროს, პრიმო დე რივერას დიქტატურამ [[საფრანგეთი|საფრანგეთთან]] კავშირში შეძლო [[1926]]-[[1927]] წლებისათვის ჩაეხშო მაროკოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
ხაზი 44:
პრიმო დე რივერას დიქტატურა შეცვალა ბერენგერას მთავრობამ, რომელიც მასების დამშვიდებას ნაწილობრივი დათმობებით ცდილობდა. მაგრამ მისმა ღონისძიებებმმა ვერ შეაჩერეს რევოლუციური მოძრაობის აღმავლობა ქვეყანაში. [[1931]] წლის [[14 თებერვალი|14 თებერვალს]] ბერენგერას მთავრობა გადადგა. ხელისუფლების სათავეში მოსული ასნარას მთავრობა ქვეყანაში მდგომარეობის განმუხტვას მუნიციპალური არჩევნების ჩატარების გზით შეეცადა, რომელიც რესპუბლიკელთა ბლოკის გამარჯვებით დასრულდა. [[14 აპრილი|14 აპრილს]] მეფე [[ალფონსო XIII]] იძულებული გახდა დაეტოვებინა ესპანეთი. შეიქმნა დროებითი რესპუბლიკური მთავრობა [[ალკალა სამორა]]ს მეთაურობით.
 
რესპუბლიკას საფრთხე ემუქრებოდა არა მარტო მონარქიული და კლერიკალური წრეების მხრიდან. ჯერ კიდევ [[1931]] წელს ესპანური ფაშიზმის იდეოლოგებმა ლედესმამ და რედონდომ დაარსეს ფაშისტური პარტია „ნაციონალ-სინდიკალისტური შეტევის ხუნტა“ (შემოკლებით „ხონს“). <ref name="payne">Payne, Stanley [http://books.google.com/books?id=NiD3UeOCSGsC&pg=PA197&vq=mola&hl=es&source=gbs_search_r&cad=0_1#PPA203,M1 ''ფაშიზმი ესპანეთში, 1923-1977''], pp. 200-203, 1999 Univ. of Wisconsin Press</ref> ამ პარტიის პარალელურად ყოფილი დიქტატორის [[მიგელ პრიმო დე რივერა]]ს შვილმა [[ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა]]მ დააარსა თავისი ფაშისტური პარტია „ესპანური ფალანგა“. [[1934]] წლის თებერვალში მოხდა „ესპანური ფალანგის“ გაერთიანება „ხონსთან“, რის შედეგადაც შეიქმნა ესპანეთის ფაშისტური პარტია, რომელსაც ეწოდებოდა „ესპანური ფალანგა და ხონსი“. [[1934]] წლის მიწურულისათვის ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა გახდა ამ პარტიისა და, მაშასადამე, ესპანური ფაშიზმის ბელადი.
 
== ომის დაწყება ==
[[ფაილი:Бой в Мадриде. 30 июля 1936.jpg|250px|thumb|right|ფლანგური ბრძოლები [[მადრიდი]]ს რაიონში. [[30 ივლისი]], [[1936]]]]
[[1936]] წლის [[16 თებერვალი|16 თებერვალს]], კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო. მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა, ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწოფო აპარატსა და არმიაში. ისინი ფინანსურ კაპიტალს, ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ. [[1936]] წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები. ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელად რეაქციონერ გენერლებს [[ემილიო მოლა|მოლას]] [[ნავარა]]სა და [[ბურგოსი|ბურგოსში]], [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკოს]] — [[მაროკო]]ში, ფანხულს [[მადრიდი|მადრიდში]], ხოლო [[მანუელ გოდედი|გოდედს]] [[კატალონია]]ში. ამბოხება დაიწყო [[17 ივლისი|17 ივლისს]] ესპანეთის მაროკოში. [[18 ივლისი|18 ივლისს]] სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა“, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის. ამბოხება მოედო [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კანარის კუნძულები|კანარისა]] და [[ბალეარის კუნძულები|ბალეარის]] კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს. ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80 %.
 
=== პირველი დღეები ===
ხაზი 56:
ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა რეაქციული წრეების გეგმები. პირველსავე დღეებში შესაკრებ პუნკტებში გამოცხადდა 300 ათასი მამაკაცი და ქალი იარაღის მიღების იმედით. თითოეული იარაღდებოდა, რითაც შეეძლო. [[19 ივლისი|19 ივლისს]], [[მადრიდი|მადრიდში]], მოსახლეობამ ჩაახშო ადგილობრივი გარნიზონის გამოსვლა. [[ბარსელონა]]სა და მთელ [[კატალონია]]ში მუშებმა ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს სამხედრო ნაწილები. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა [[ასტურია]]. ასტურიელი მაღაროელები დინამიტის პაკეტებით ეპარებოდნენ მეამბოხეთა საცეცხლე წერტილებს და აფეთქებდნენ მათ. ჩაიშალა მეამბოხეთა გეგმები [[მალაგა]]ში, [[ვალენსია]]ში, [[ბილბაო]]ში, [[სანტანდერსი|სანტანდერსა]] და სხვა მრავალ ქალაქში. რესპუბლიკის მხარეზე აღმოჩნდა ავიაცია და საზღვაო ფლოტი.
 
პირველ დღეებში განცდილმა მარცხმა უაღრესად მძიმე პირობებში ჩააყენა მემბოხეები. სამრეწველო ცენტრები რესპუბლიკელთა ხელში აღმოჩნდა. მეამბოხეებმა ფეხი მოიკიდეს მხოლოდ სამხრეთში [[კადისი|კადისში]], [[უელვა]]სა და [[სევილია|სევილიის]] პროვინციებში და ჩრდილოეთით [[გალისია]]ში, [[ნავარა]]სა და ნაწილობრივ ძველ [[კასტილია]]ში. ამრიგად შეიქმნა მეამბოხეთა ორი დაჯგუფება, რომელთაც სარდლობდნენ სამხრეთში გენერალი ფრანკო, ხოლო ჩრდილოეთში გენერალი მოლა.
 
რესპუბლიკას საკმარისი ძალები გააჩნდა იმისათვის, რომ ჩაეხშო ამბოხება, მაგრამ რესპუბლიკელთა ბანაკის არასათანდაო სიმტკიცე, ერთიანი ხელისუფლების უქონლობა ხელს უშლიდა წინააღმდეგობის ორგანიზებას.