ესპანეთის სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

გასწორდა პუნქტუაცია
(r2.7.2+) (ბოტის დამატება: mzn:ایسپانیای دله‌یی جنگ)
(გასწორდა პუნქტუაცია)
|სურათი=[[ფაილი:Capa, Death of a Loyalist Soldier.jpg|300px]]
|სათაური=ლოიალისტი სამხედრო [[ფრედერიკო ბორელ გარსია]] სიკვდილის მომენტში, [[რობერტ კაპა]]ს ცნობილი სურათი, [[5 სექტემბერი]], [[1936]].
|თარიღი=[[17 ივლისი]], [[1936]] - [[1 აპრილი]], [[1939]]
|მდებარეობა=[[ესპანეთი]], [[მაროკო]], [[ესპანეთის საჰარა]], [[კანარის კუნძულები]], [[ბალეარის კუნძულები]], [[გვინეა]].
|ტერიტორია=
|შედეგი=ნაციონალისტების გამარჯვება; ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემა.
|მხარე1={{flagicon|Spain|1931}} [[ესპანეთის მეორე რესპუბლიკა]] <br\> {{flagicon|Soviet Union|1923}} [[საბჭოთა კავშირი]] <br\> [[ფაილი:Flag of Mexico.svg|22px]] [[მექსიკა]]
|მხარე2=[[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|22px]] [[ფრანკისტული ესპანეთი|ნაციონალისტები]] <br\> [[ფაილი:Flag of Italy (1861-1946).svg|22px]] [[იტალია]] <br\> {{flagicon|Germany|Nazi}} [[მესამე რაიხი|გერმანია]] <br\> {{flagicon|Portugal}} [[პორტუგალია]] <ref>მარტინს, ერმინიო. "პორტუგალია"„პორტუგალია“ ნაშრომში ს.ჯ. ვულფი (რედ.). ''ევროპული ფაშიზმი'', ლონდონი: Weidenfeld & Nicholson, 1968 გვ. 322-3<blockquote>თითქმის როგორც კი სამოქალაქო ომი დაიწყო, პორტუგელიის მთავრობამ მეტ-ნაკლებად საკუთარი ხმა აჯანყებულ ძალებს მისცა და გადაწყვიტა ყველაფრით დახმარებოდა, გარდა ომში მონაწილეობისა.</blockquote>ციტატა მოყვანილია გალაგერი, ტომ. ''[http://books.google.com/books?id=-xu8AAAAIAAJ&pg=PA86 პორტუგალია: მეოცე საუკუნის ინტერპრეტაცია]''. მანჩესტერი: Manchester University Press, 1983 გვ. 86</ref>
|მეთაური1={{flagicon|Spain|1931}} [[მანუელ ასანა]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ჟულიან ბასტეირო]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ფრანსისკო ლარგო კაბალიერო]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ხუან ნეგრინი]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ინდალესიო პრიეტო]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ვისენტე როხო]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ხოსე მიახა]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ხუან მოდესტო]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ხუან ჰერნანდეს სარავია]] <br\> {{flagicon|Spain|1931}} [[ბუენავენტურა დურუტი]]
|მეთაური2=[[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[ხოსე სანხურხო]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[გონსალო კეიპო დე ლიანო]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[ემილიო მოლა]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[ფრანსისკო ფრანკო]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[ხუან იაგუე]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[მანუელ გოდედი]] <br\> [[ფაილი:Flag of Spain under Franco 1938 1945.svg|20px]] [[მიგელ კაბანელიასი]]
== ომის დაწყება ==
[[ფაილი:Бой в Мадриде. 30 июля 1936.jpg|250px|thumb|right|ფლანგური ბრძოლები [[მადრიდი]]ს რაიონში. [[30 ივლისი]], [[1936]]]]
[[1936]] წლის [[16 თებერვალი|16 თებერვალს]], კორტესების არჩევნები სახალხო ფრონტმა მოიგო. მიუხედავად თებერვლის არჩევნებში მარცხისა, ფაშისტებმა მნიშვნელოვანი პოსტები შეინარჩუნეს სახელმწოფო აპარატსა და არმიაში. ისინი ფინანსურ კაპიტალს, ეკლესიასა და უცხოეთის მონოპოლიებს ეყრდნობოდნენ. [[1936]] წლის შუა ზაფხულისათვის ფაშისტებმა საბოლოოდ შეიმუშავეს ამბოხების გეგმები და ამოცანები. ამბოხებისათვის უნდა ეხელმძღვანელად რეაქციონერ გენერლებს [[ემილიო მოლა|მოლას]] – [[ნავარა]]სა და [[ბურგოსი|ბურგოსში]], [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკოს]] - [[მაროკო]]ში, ფანხულს – [[მადრიდი|მადრიდში]], ხოლო [[მანუელ გოდედი|გოდედს]] – [[კატალონია]]ში. ამბოხება დაიწყო [[17 ივლისი|17 ივლისს]] ესპანეთის მაროკოში. [[18 ივლისი|18 ივლისს]] სეუტის რადიოთი გადაიცა პაროლი „ესპანეთის თავზე უღრუბლო ცაა“, რაც ამბოხების დაწყების ნიშანი გახდა საკუთრივ ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისათვის. ამბოხება მოედო [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[კანარის კუნძულები|კანარისა]] და [[ბალეარის კუნძულები|ბალეარის]] კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს. ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80 %.
 
=== პირველი დღეები ===
[[ფაილი:Победить или умереть! Плакат ПОУМ 1936.jpg|thumb|left|300px|'''გაიმარჯვე ან მოკვდი!''' კომუნისტური პლაკატი, [[1936]]]]
ამბოხებას თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გენერალი [[ხოსე სანხურხო|სანხურხო]], მაგრამ [[20 ივლისი|20 ივლისს]], [[პორტუგალია|პორტუგალიიდან]] [[ესპანეთი|ესპანეთში]] მიმავალი სანხურხო დაიღუპა საავიაციო კატასტროფის დროს. გენერალი [[ფრანსისკო ფრანკო|ფრანკო]] უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ინგლისის თვითმფრინავით [[19 ივლისი|19 ივლისს]] იგი კანარის კუნძულიდან გაფრინდა ქ. ტეტუანში და სათავეში ჩაუდგა [[მაროკო]]ში მყოფ ამბოხებულებს. არმიის ამბოხება რესპუბლიკის წინააღმდეგ, ბრძოლები ესპანეთის თითქმის ყველა ქალაქში, ყაზარმების იერიში, ხალხის შეიარაღება - ყოველივე ეს ნიშნავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებას.
 
ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა რეაქციული წრეების გეგმები. პირველსავე დღეებში შესაკრებ პუნკტებში გამოცხადდა 300 ათასი მამაკაცი და ქალი იარაღის მიღების იმედით. თითოეული იარაღდებოდა, რითაც შეეძლო. [[19 ივლისი|19 ივლისს]], [[მადრიდი|მადრიდში]], მოსახლეობამ ჩაახშო ადგილობრივი გარნიზონის გამოსვლა. [[ბარსელონა]]სა და მთელ [[კატალონია]]ში მუშებმა ორდღიანი ბრძოლების შემდეგ დაამარცხეს სამხედრო ნაწილები. რესპუბლიკელთა ხელში დარჩა [[ასტურია]]. ასტურიელი მაღაროელები დინამიტის პაკეტებით ეპარებოდნენ მეამბოხეთა საცეცხლე წერტილებს და აფეთქებდნენ მათ. ჩაიშალა მეამბოხეთა გეგმები [[მალაგა]]ში, [[ვალენსია]]ში, [[ბილბაო]]ში, [[სანტანდერსი|სანტანდერსა]] და სხვა მრავალ ქალაქში. რესპუბლიკის მხარეზე აღმოჩნდა ავიაცია და საზღვაო ფლოტი.
რესპუბლიკას საკმარისი ძალები გააჩნდა იმისათვის, რომ ჩაეხშო ამბოხება, მაგრამ რესპუბლიკელთა ბანაკის არასათანდაო სიმტკიცე, ერთიანი ხელისუფლების უქონლობა ხელს უშლიდა წინააღმდეგობის ორგანიზებას.
 
== ომის მიმდინარეობა (ნოემბერი, 1936 - 17 მაისი, 1937) ==
=== "ჩაურევლობის"„ჩაურევლობის“ პოლიტიკა და ინტერბრიგადები ===
[[ფაილი:Dabrowszczacy przysiegaja wiernosc sprawie Republiki.jpg|thumb|right|250px|პოლონელ მოხალისეთა ინტერბრიგადა]]
ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყებამ თავიდანვე მიიქცია მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება. ესპანეთის რესპუბლიკის მხარეზე გამოვიდა მთელი პროგრესული კაცობრიობა, ხოლო წინააღმდეგ - საერთაშორისო რეაქცია და იმპერიალისტური ძალები. რესპუბლიკური ესპანეთის აშკარა მტრებმა - [[მესამე რაიხი|ფაშისტურმა გერმანიამ]], [[იტალია]]მ და [[პორტუგალია]]მ დაუყონებლივ გაუწოდეს ხელი მეამბოხეებს. პირველსავე დღეებში გერმანული და იტალიური თვითმფრინავებით [[მაროკო]]დან ნახევარკუნძულზე გადაისროლეს 14 ათასი მეამბოხე და გადაზიდეს დიდძალი საომარი მასალა.
 
[[1936]] წლის [[2 აგვისტო]]ს [[საფრანგეთი]]ს მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა [[ლეონ ბლიუმი]], წამოაყენა ესპანეთის საქმეებში ჩაურევლობის წინადადება. [[9 სექტემბერი|9 სექტემბერს]] მის მიერვე შექმნილმა ჩაურევლობის კომიტეტმა დაიწყო მუშაობა [[ლონდონი|ლონდონში]]. მასში შევიდა 27 ევროპული სახელმწიფო. შეთანხმება ჩაურევლობის შესახებ კრძალავდა ესპანეთში იარაღის ექსპორტსა და ტრანზიტს.
 
იტალია-გერმანიის ინტერვენციამ და "ჩაურევლობის"„ჩაურევლობის“ პოლიტიკამ მალე შეცვალა ძალთა თანაბარდობა მეამბოხეთა სასარგებლოდ.
 
გერმანიამ და იტალიამ არათუ არ შეწყვიტეს მათ მიერვე აღებული საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევა, არამედ მკვეთრად გააფართოვეს თავიანთი ინტერვენცია ესპანეთში. გერმანელ და იტალიელ ინტერვენტებს შორსგამიზნული გეგმები ამოძრავებდათ. ჯერ ერთი, მათთვის ესპანეთი წარმოადგენდა ნედლეულის წყაროს და კაპიტალის დაბანდების ხელსაყრელ სფეროს და, რაც მთავარია, ისინი ესპანეთს განიხილავდნენ როგორც ხელსაყრელ პლაცდარმს მომავალ მსოფლიო ომში. თავის ამ გეგმის შესასრულებლად გერმანიამ და იტალიამ უხვად გაიღეს ხელი.
 
[[1936]] წლის ბოლოსათვის რესპუბლიკელთა სასარგებლოდ სულ ჩამოყალიბდა 7 ინტერბრიგადა; ფრანგებმა რესპუბლიკური ესპანეთის დასაცავად გაგზავნა 9 ათასი მოხალისე, პოლონელებმა - 5 ათასი, იტალიელებმა - 3,5 ათასი, ამერიკელებმა - 2,8 ათასი, ინგლისელებმა - 2 ათასი, ავსტრიელებმა - 2 ათასი, გერმანელებმა - 3 ათასი ა.შ. ანტიფაშისტური ძალები რესპუბლიკელებს დაეხმარა უაღრესად კრიტიკულ მომენტში, რადგან [[1936]] წლის ივლისსა და აგვისტოში წარმოებული ბრძოლების შედეგად საფრთხე დაემუქრა რეპუბლიკის დედაქალაქს - [[მადრიდი|მადრიდს]].
 
=== მადრიდის კრიზისი ===
[[ფაილი:Разбомбленный Мадрид. 3 дек. 1936.jpg|thumb|left|250px|დაბომბილი მადრიდი, [[3 დეკემბერი]], [[1936]]]]
მადრიდის აღება ომის პირველი დღეებიდანვე გადაიქცა მეამბოხეთა მთავარ ამოცანად. სექტემბერში მეამბოხეებმა აიღეს ტალავერი - მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მადრიდის გზაზე. ხ. ხირალის მთავრობამ ვერ შეძლო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება.
 
ასეთ პირობებში, [[4 სექტემბერი|4 სექტემბერს]], შეიქმნა ახალი მთავრობა [[ფრანსისკო ლარგო კაბალიერო|ლარგო კაბალიერო]]ს ხელმძღვანელობით. ლ. კაბალიეროს მთავრობა შეუდგა მტრის მოსაგერიებლად საჭირო ზოგიერთი საჩქარო ღონისძიებების განხორციელებას. მიღებულ იქნა დეკრეტი მილიციის რეგურალურად არმიად გარდაქმნის შესახებ, შეიქმნა პოლიტიკურ კომისართა ინსტიტუტი, დაიწყეს აგრარული რეფორმის გატარება და სხვა. მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ისე ნელა ხორციელდებოდა, რომ გამორიცხავდა მასების სწრაფ და ენერგიულ მობილიზაციას.
 
ფაშისტური ძალები განაგრძობდნენ წინსვლას. ნოემბრის დასაწყისში ისინი მადრიდის შემოგარენს მიუახლოვდნენ. ბრძოლები წარმოებდა საუნივერსიტეტო ქალაქსა და [[კასა დე კამპო]]ს რაიონში. დედაქალაქის შიგნით მოქმედებდნენ ჯაშუშები და დივერსანტები, რომლებსაც მემბოხე [[ემილიო მოლა|მოლა]] "[[მეხუთე კოლონა]]ს"ს“ უწოდებდა (მეამბოხეები ქალაქს ოთხი კოლონით უტევდნენ). კაბალიეროს მთავრობამ, რომელსაც არ სჯეროდა მადრიდის შენარჩუნებისა, მიატოვა ქალაქი და [[ვალენსია]]ში გაიქცა. დიდი ძალების შედეგად კი მოხერხდა ქალაქის დამცველების დარაზმვა და 7-8 ნოემბერს მტერი მადრიდის კედლებთან შეჩერებულ იქნა. მადრიდი, რომელიც გადაიქცა ესპანელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ, სამოქალაქო ომის დამთავრებამდე ვერ ჩაიგდეს ხელში მეამბოხეებმა.
 
=== ბარსელონას პუტჩი ===
[[1937]] წლის [[3 მაისი|3 მაისს]], იმ დროს, როდესაც მეამბოხეები უტევდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებს, კატალონიის ანარქისტებმა [[ბარსელონა]]ში მოაწყვეს კონტრრევოლუციური ამბოხება. პუტჩისტებს გააჩნდათ ტანკები, არტილერია, ტყვიამფრქვევები. ფრონტიდან ბარსელონისაკენ გამოემართნენ ანარქისტული ბატალიონები რესპუბლიკური ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პუტჩისტები დამარცხდნენ.
 
რესპუბლიკელთა ამ ანარქისტულმა ქმედებებმა შედეგად გამოიღო ის, რომ კაბალიეროს მთავრობა დაიშალა. კაბალიეროს ცდას - შეედგინა ახალი მთავრობა, ხალხი აღშფოთებით შეხვდა. [[1937]] წლის [[17 მაისი|17 მაისს]] შეიქმნა ახალი მთავრობა სოციალისტ [[ხუან ნეგრინი|ხ. ნეგრინის]] მეთაურობით.
 
== საბრძოლო მოქმედებები (17 მაისი, 1937 - დეკემბერი, 1938) ==
=== (17 მაისი, 1937 - აპრილი, 1938) ===
ახალი მთავრობის საქმიანობამ ხელი შეუწყო რესპუბლიკური ბანაკის განმტკიცებას. გაიზარდა სამხედრო მრეწველობის პროდუქცია, განმტკიცდა რესპუბლიკური არმია, გაჩაღდა ბრძოლა "მეხუთე„მეხუთე კოლონის"კოლონის“ წინააღმდეგ. მაგრამ, ამასთან ერთად, ფართო ხასიათი მიიღო მეამბოხეთა და ინტერვენტთა ოპერაციებმაც. [[1937]] წლის ივნისში მტერმა წამოიწყო დიდი ოპერაციები ქვეყნის ჩრდილოეთში. მტრის სიჭარბის გამო რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ, [[19 ივნისი|19 ივნისს]] დაეტოვებინათ ქ. [[ბილბაო]]. მოგვიანებით დაეცა ქ. [[სანტ-ანდერი]]. [[1937]] წლის ოქტომბერში მტერმა დაიკავა [[ასტურია]]. ჩრდილოეთ რაიონების დაუფლების შემდეგ ფრანკისტებმა გადაწყვიტეს შეტევა ცენტრალურ ფრონტზე განევითარებინათ. ამასობაში რესპუბლიკურმა არმიამ [[არაგონი]]ს ფრონტზე ხელთ იგდო ქ. [[ტერუელი]]. მაგრამ ეს წარმატება მყარი არ იყო, რადგან სამხედრო მინისტრი [[ინდალესიო პრიეტო|ი.პრიეტო]], რომელსაც საერთოდ არ სჯეროდა ფაშიზმზე გამარჯვება, ხელს უშლიდა მსხვილმაშტაბიანი ოპერაციების ჩატარებას მეამბოხეთა არმიების წინააღმდეგ. ასეთი ტაქტიკის შედეგად მოწინააღმდეგემ [[1937]] წლის თებერვალში კვლავ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები დაკარგული პოზიციები არაგონის ფრონტზე. უფრო მეტიც, გაარღვია რა რესპუბლიკელთა ფრონტი, მეამბოხეებმა [[1938]] წლის აპრილში მიაღწიეს [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროს, რის შედეგადაც რესპუბლიკის ტერიტორია აღმოჩნდა ორ, ერთმანეთისგან მოწყვეტილ ნაწილად გაყოფილი. ამან კიდევ უფრო გააუარესა რესპუბლიკის მდგომარეობა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
 
=== მთავრობის რეორგანიზაცია და სამოქმედო პროგრამა ===
სახალხო ფრონტის მემარჯვეენ წრეებში წარმოიშვა კაპიტულანტური ტენდენციები, რომლებიც რესპუბლიკის საერთაშორისო მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად (ესპანეთ-საფრანგეთის საზღვრის ჩაკეტვა, ინტერვენციის გაძლიერება და ა.შ.) კიდევ უფრო ძლიერდებოდა. [[1938]] წლის მარტის შუა რიცხვებში სახალხო ფრონტის მემარჯვენე ფრთამ აშკარად დასვა ფაშისტებთან დაზავების საკითხი. ამის პასუხად კომუნისტებმა [[ბარსელონა]]ში, სადაც იმხანად იმყოფებოდა მთავრობა, მოაწყვეს გრანდიოზული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ბრძოლას გამარჯვებამდე და კაპიტულანტების განდევნას მთავრობიდა. [[1938]] წლის [[8 აპრილი|8 აპრილს]] ხ. ნეგრინმა მოახდინა მთავრობის რეორგანიზაცია. ახალმა მთავრობამ, რომელიც კაპიტულანტებისაგან გაიწმინდა, წამოაყენა 13 პუნქტისაგან შემდგარი ახალი სამოქმედო პროგრამა სახელწოდებით - "ესპანეთის„ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის დეკლარაცია ომის მიზეზების შესახებ"შესახებ“.
 
ახალი პროგრამა ითვალისწინებდა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ომის შემდგომი წყობილების არჩევას ხალხის ნება-სურვილის მიხედვით, პიროვნებისა და სინდისის თავისუფლებას, კანონიერი გზით შეძენილი საკუთრების პატივისცემას, მშვიდობისმოყვრული პოლიტიკის გატარებას და ა.შ. ეს პროგრამა სახავდა ესპანეთში სამოქალაქო ომის შეწყვეტის გზებს.
 
=== (ივნისი - დეკემბერი, 1939) ===
ხ.ნეგრინის მთავრობის რეორგანიზაციამ და ახალი პროგრამის მიღებამ გამოიწვია ქვეყანაში მასების ახალი საბრძოლო აღმავლობა. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. [[1938]] წლის ზაფხულში რესპუბლიკურმა არმიამ გადალახა მდინარე [[ებრო]] და სასტიკი დარტყმა მიაყენა ფაშისტთა ჯარებს. მტერმა, რომელმაც დაკარგა 80 ათასი კაცი და 200 თვითმფრინავი, შეაჩერა ტავისი შეტევა [[ვალენსია]]ზე.
 
=== ძალთა კონსოლიდაცია ===
[[ფაილი:Spanish Civil War November 1938 ka.png|thumb|right|275px|სიტუაცია ესპანეთში 1938 წლის ნოემბერში]]
ამ მოვლენების შემდეგ მეამბოხეთა ბანაკში ძალთა კონსოლიდაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მას სემდეგ, როცა გერმანიის მხარდაჭერით უმაღლეს მთავარსარდლად აირჩიეს [[ფრანსისკო ფრანკო|ფ. ფრანკო]]. მან მაშინვე განაცხადა, რომ შექმნიდა "ტოტალიტარულ„ტოტალიტარულ სახელმწიფოს, დაამყარებდა სოციალურ მშვიდობას და საყოველთაო კეთილდღეობას"კეთილდღეობას“. მასების გადმობირების მიზნით იგი არ ერიდებოდა დემაგოგიას.
 
ფრანკოს პოზიციების განმტკიცებაში დიდი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რო მას პირდაპირი სამხედრო დახმარება გაუწიეს იტალიამ და გერმანიამ. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელში აღმოჩნდა, გააუქმეს ყველა კანონი, რომლებიც რესპუბლიკის წლებში იყო მიღებული. ადგილებზე ძალაუფლება გადაეცათ სამხედრო გუბერნატორებს. ფრანკომ გზიდან ჩამოიშორა ისეთი კონკურენტი, როგორიც იყო გენერალი [[ემილიო მოლა|მოლა]], რომელიც ფრიად საეჭვო კატასტროფაში დაიღუპა. რეაქციის ყოველგვარი პოლიტიკური ძალები აღმოჩნდა სამხედრო ძალების კონტროლქვეშ. ფრანკო გახდა არა მარტო "სახელმწიფოს„სახელმწიფოს მეთაური"მეთაური“ და გენერალისიმუსი, არამედ ფალანგის მეთაურიც - კაუდილიო (ბელადი). [[1938]] წელს მიუნხენის გარიგებამ უარყოფითი როლი ითამაშა ესპანეთის რესპუბლიკისათვის.
 
=== კატალონიის დაცემა ===
კატალონიის დაცემის შემდეგ [[1939]] წლის [[27 თებერვალი|27 თებერვალს]] ინგლისმა და საფრანგეთმა ცნეს ფრანკოს მთავრობა და გაწყვიტეს ურთიერთობა რესპუბლიკურ ესპანეთთან. იმევე დროს მემარჯვენე სოციალისტების ლიდერი ბასტეირო და რესპუბლიკური არმიის პოლკოვნიკი კასადო ინგლის-საფრანგეთის ხელშეწყობით ამზადებდნენ შეთქმულებას რესპუბლიკის წინააღმდეგ. ღალატი ყველგან იგრძნობოდა.
 
[[1939]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]] [[კარტახენა|კარტახენის]] სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოეწყო კონტრრევოლუციური ამბოხება, ხოლო ორი დღის შემდეგ მეამბოხეებმა შეძლეს სამხედრო ფლოტის წაყვანა [[ბიზერტა]]ში. [[5 მარტი|5 მარტს]] ამბოხებამ იფეთქა [[მადრიდი|მადრიდში]], სადაც შეთქმულებმა შექმნეს "თავდაცვის„თავდაცვის ხუნტა"ხუნტა“. მადრიდში გაჩაღდა სასტიკი ბრძოლები. ღალატის შედეგად ყველაფერი ირღვეოდა. ხუნტამ შესთავაზა ფრანკოს "საპატიო„საპატიო ზავი"ზავი“, მაგრამ ფრანკო უსიტყვო კაპიტულაციას მოითხოვდა.
 
კასადოსა და ბასტეიროს შეთქმულებამ გააკეთა თავისი საქმე. მან რესპუბლიკას გამოაცალა საფუძველი და მადრიდისაკენ გზა გაუხსნა ფაშისტებს. თვითონ კასადო და შეთქმულების სხვა წევრები ინგლისში გაიქცნენ. [[1939]] წლის [[28 მარტი|28 მარტს]] სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ მადრიდი დაეცა, დაეცა რესპუბლიკური ესპანეთი 32-თვიანი გმირული ბრძოლების შემდეგ