გაცი და გაიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გაცი და გაიმი''' — [[ქართული მითოლოგია|ქართულ მითოლოგიაში]] [[ღვთაება|ღვთაებები]], რომლებსაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. კერპები ქართველებს თავიანთი პირვანდელი სამშობლოდან არიან-ქართლიდან მოუტანიათ. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება (იხ. სტატია "[[გაცი და გა]]").
'''გაცი და გა''' — [[ქართული წარმართული პანთეონი]]ს ღმერთები.
 
==ლიტერატურა==
==ისტორია==
{{ქსე|3|24}}
გაცის და გას [[კერპი|კერპები]], „[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს თანახმად, [[არიან-ქართლი]]დან [[მცხეთა]]ში მოუტანია [[აზო]]ს, არიან-ქართლის მეფის ძეს, რომელიც [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს მიერ [[ქართლი]]ს მეფედ იქნა დასმული [[ძვ. წ. IV საუკუნე]]ში.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320</ref> სწორედ ამიტომ მატიანეში მათ „კერპნი სამეფონი“<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 338</ref> და „ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი“ ეწოდებათ.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 340</ref>
 
„[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]“-ს მიხედვით, ამ ღმერთებს ეწოდებათ „[[გაცი და გაიმი]]“ და მათი კერპები აზონს (იგივე [[აზო]]) მცხეთაში შეუქმნია, ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ.<ref>ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 20</ref>
 
[[წმინდა ნინო|წმ. ნინოს]] „ცხოვრების“ ყველა ვერსია ადასტურებს, რომ გაცის და გას (გაიმის) კერპები [[მცხეთა]]ში, ახ. წ. [[IV საუკუნე]]ში, ქართლის [[ქრისტიანობა]]ზე მოქცევამდე მდგარან.
 
გაცის და გაიმის კერპები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი “ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება.
 
==სახელწოდებათა ვარიანტები==
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-ს სამ, შატბერდულ, ჭელიშურ და სინურ რედაქციებში და „[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა|მეფეთა ცხოვრების]]“ სხვადასხვა ხელნაწერებში დასტურდება ამ კერპთა სახელების ვარიანტთა მრავალფეროვნება:
 
# შატბერდული: ა) გაცი; ბ) გა
# ჭელიშური: ა) გაცი/გაიც; ბ) გაცა/გაცაჲ
# სინური: ა) გაცი; ბ) გა/გაცა
# „მეფეთა ცხოვრება“: ა) გაცი/გაც; ბ) გაიმ/გიმ/გაიამ/გაიმაა<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 79</ref>
 
==აღწერილობა და რიტუალური მხარე==
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]“-დან ვიგებთ, რომ გაცის და გას კერპები მდგარან არმაზის მთაზე, ფარნავაზის მიერ აღმართული არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ – მარჯვნივ გაცი, ხოლო მარცხნივ – გა. ამასთან გაცის კერპი ოქროსგან ყოფილა დამზადებული, გასი კი – ვერცხლისგან.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 335</ref> რაც შეეხება გაცისა და გას კულტის რიტუალურ მხარეს, ამავე წყაროს თანახმად, მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწუვად და მტუერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 337</ref>
 
==სამეცნიერო მოსაზრებანი==
 
გასული საუკუნის დასაწყისში [[ნიკოლოზ მარი|ნიკო მარმა]] გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში გაცის და გას კულტს რეალურად არ უარსებია და მათი სახელები ქართულ მწერლობაში მწიგნობრული გზით დამკვიდრებულა. როგორც იგი ფიქრობდა, ღვთაება გას ქართველები შეიძლებოდა გასცნობოდნენ რომელიღაც ქრისტიანულ სირიულ ტექსტში. <ref>Марр Н., Боги языческой Грузии по древне-грузинским источникам, СПБ., 1901, ст. 19, 21</ref>
 
ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა [[გრიგოლ გიორგაძე|გრიგოლ გიორგაძის]] მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.<ref>გიორგაძე გ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ., 1988</ref>
 
ბოლო დროს, [[ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი |ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა]] უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 78–81</ref> მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა) ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა–ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 85–93</ref>
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ქართული მითოლოგია}}
 
[[კატეგორია:ქართული მითების პერსონაჟები]]
[[კატეგორია:ქართული მითოლოგია]]
[[კატეგორია:ქართული წარმართული პანთეონი]]
 
[[en:Gatsi and Gaim]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაცი_და_გაიმი“-დან