ობობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: vec:Ragno
No edit summary
ხაზი 64:
სხვადასხვა ჯიშის ობობა სხვადასხვანაირ ქსელს რთავს. ყველაზე გავრცელებული არის ე.წ. წრიული ქსელი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბაღებსა თუ პარკებში; განსაკუთრებით ლამაზია ქსელი ზამთარში, როდესაც მის აბრეშუმის ძაფებზე ცვარი ჩნდება. წრიული ქსელისთვის დამახასიათებელია ძაფების სხივისებრი რთვა ცენტრიდან. სხივები ერთმანეთთან დაკავშირებულია წებოვანი რკალებით, რომლებიც ასრულებენ ხაფანგის დანიშნულებას. წრიული ქსელები, ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომისაა, თუმცა ტროპიკებში გვხვდება გიგანტური ქსელებიც. უზარმაზარ ხეებზე მობიმადრე ობობები ქსელებს ხეებს შორის რთავენ. ასეთი ქსელების დიამეტრი ზოგჯერ 2,5 მეტრსაც აღწევს და მასში პატარა ფრინველიც შეიძლება გაებას.
 
ობობების უმრავლესობას ცუდი მხედველობა აქვს, ამიტომ მსხვერპლზე ნადირობისას ისინი მხოლოდ საკუთარ ქსელით გადაადგილდებიან. ზოგიერთი ობობა ქსელის ცენტშიცენტრში უდარაჯდება მსხვერპლს, ზოგი კი ნაპირზე იცდის. როდესაც მწერი ებმება ქსელში, იგი ყველანაირად ცდილობს გაითავისუფლოს თავი. ამ ცდების შედეგად წარმოიქმნება ვიბრაცია, რომელიც ამცნობებს ობობას ნადავლის მახეში გაბმის შესახებ. ამის შემდეგ ობობა უახლოვდება მსხვერპლს, შხამავს მას და ახვევს ქსელში.
 
არსებობს ე.წ. ძაბრისებრი ქსელიც. ასეთი სახის ქსელი ხშირად გვხვდება მაღალ ბალახში, კლდეებსა და მორებზე. მისი მრთველი ობობა "ძაბრის " ფსკერზე იმალება და იქ ელოდება თავის მსხვერპლს, შემდეგ კი თავს ესხმის მას და მიირთმევს "ძაბრის" ბოლოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ობობები“-დან