თარგი:ესკიზი-არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
{{MetaPicstub|article= [[არქეოლოგია|არქეოლოგიის]] შესახებ|id=stub | category=არქეოლოგიის შესახებ| image=Stonehenge Closeup.jpg|size=35|alt}}
'''ფესტოსის დისკო _ კოლხური ოქროდამწერლობა'''
 
სამეცნიერო საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომელიც ეხება დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინანდელი, მსოფლიოში პირველი ბეწდვითი რელიგიურ-ლიტერატურული დოკუმენტის _ საყოველთაოდ ცნობილი და დღემდე ამოუკითხავი “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ ქართველურ ენაზე, კერძოდ, კოლხურ ენაზე სრულ გაშიფვრას.
 
 
1. “ფესტოსის დისკოს” ისტორია 1908 წ-ს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ “ფესტოსის დისკო” აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით. ამჟამად თიხის დისკო ინახება ირაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში. 1992 წ-ს ვლადიკავკაზში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს” მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი, რომლის შესახებ ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა: “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა”. ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ძველ ენებზე (მაგ.: ბერძნული დიალექტები, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.). დისკოს იკვლევდნენ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები: სერ არ. ევანსი, ელ. კობერი, მ. ვენტრისი, ჯ. ჩედვიკი და სხვები. ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰ. რ. ძებიშმა 1988 წ-ს ბუდაპეშტში, ეირენეს საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა პროტოქართულია. ის თავის წიგნში (“პელაზგური _ იბერიული ენა”) ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა”. წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ედ. შვიცერმა, ფ. შახერმეირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, ვლ. გეორგიევმა, აკ. ურუშაძემ, ედ. ფურნეემ, თ. გამყრელიძემ, რ. გორდეზიანმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.
 
 
2. ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე: I. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა კოლხურია; წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების დედაღვთაების კიბელეს ქურუმები _ კორიბანტები კოლხთაგანნი არიან და დამწერლობის _ კირბების შექმნა მიეწერებათ, ამბობს სტრაბონი (აკ. ურუშაძე). კირბებზე ცნობა შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: კრატინემ, ლისიამ, პლატონმა, თეოპომპე ქიოსელმა, აპოლონიოს როდოსელმა, აპოლოდოროს ათენელმა, სტრაბონმა, პლუტარქემ და ა.შ. II. დისკოზე დაბეწდილი ნახატნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”; “კოლხური ოქროდამწერლობის” შესახებ ცნობები უმთავრესად შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: ევჰემეროსმა, ხარაქს პერგამონელმა, იოანე ანტიოქელმა და ევსტათეოსმა. III. მისი ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას”, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხურ დიდ დედაღვთაება ნანას. მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე).
 
 
P.S. ზემოხსენებული გაშიფვრის შესახებ სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია “იმედის” არხზე (17.06.2006), მეცნიერული ნაშრომი (რეზიუმე) გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში (“ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი”, VIII ტ., თბილისი, 2006, გვ. 331-347) და სტატიები დაიბეწდა ჟურნალ-გაზეთებში (“ცისკარი”, #28; “ასავალ-დასავალი”, #46; “სარკე”, #51, 2006; გზა”, #2). უფრო დაწვრილებით დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება იხილოს ჩემს წიგნში, რომელიც, სპონსორის გამოძებნის შემთხვევაში გამოქვეყნდება ახლო მომავალში. მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მივიღე უცხოელი მეცნიერების: ქ. მესის (აშშ), მ. გ. კორსინის (იტალია), რ. ვიენის (იტალია), ივ დიუოს (ბელგია), ტ. ტიმის (გერმანია), დ. რუმფელის (გერმანია), ჰ. რულვინკის (ნიდერლანდის სამეფო), გ. ალ. ოუენსის (საბერძნეთი), კ. ვამლინგისა (შვედეთი) და ჰ. ვ. ძებიშის (ავსტრია) წერილები, რომლებშიც ისინი გამოხატავენ დაინტერესებას “ფესტოსის დისკოს” წარწერის ჩემს მიერ გაშიფვრის გამო.
 
მათემატიკოსი გია დ. კვაშილავა
 
giakvashilava@yahoo.com