თავშავა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.1) (ბოტის დამატება: ar:مردقوش (جنس))
[[ფაილი:Origanum-vulgare.JPG|thumb|250px|Origanum vulgare]]
'''თავშავა''' (Origanum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ტუჩოსანნი|ტუჩოსანთა]] ოჯახისა. წვრილი მოვარდისფრო-მეწამული [[ყვავილი|ყვავილები]] შეკრებილია ფარისებრ [[ყვავილედი|ყვავილედებად]]. 20-ზე მეტი სახეობა ევროპაში (უმთავრესად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში) და დასავლეთ აზიაშია გავრცელებული. [[საქართველო]]ში ფართოდ არის გავრცელებული Origanum vulgare. იზრდება მშრალ მდელოებზე, ველებზე, ნათელ ტყეებში, ბუჩქნარებში. [[თაფლოვანი მცენარეები|თაფლოვანი]] და [[ეთერზეთოვანი მცენარეები|ეთერზეთოვანია]]. შეიცავს აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს და ასკორბინის მჟავას. გახმობილი ყვავილებისა და [[ფოთოლი|ფოთლების]] ნახარშს ხმარობენ ნაწლავების ატონიის დროს, ამოსახველებელ საშუალებად. ფოთლებს იყენებენ კულინარიაში, ლიქიორისა და არყის წარმოებაში.
== ლიტერატურა ==
* {{ქსე, ტ. |4, გვ. |570-571, თბ., 1979|}}
 
[[კატეგორია:ტუჩოსანნი]]