ლევ ტროცკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(ბოტის დამატება: xmf:ლევ ტროცკი)
 
== ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე ==
ტროცკი დაიბადა იანოვკაში, [[ხერსონის პროვინციაუკრაინა|უკრაინის]], [[უკრაინახერსონის პროვინცია]]ში, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ [[იდიში]]ს ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად [[კამენები, ლევ|ლევ კამენევს]], წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.
 
ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ [[ოდესა|ოდესაში]] გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.