პირველი პუნიკური ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
მესინასთვის ბრძოლების შემდეგ მოვლენების ზუსტი აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან იმ დროინდელი ისტორიკოსების მონაყოლები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვარაუდობენ რომ რომაელებმა სცადეს ქალაქ [[ეხტელა]]ს აღება, ასევე სირაკუზასაც შემოარტყეს ალყა, თუმცა მათი მოქმედებები აღარ იყო უწინდებურად წარმატებული. აპიუს კლავდიუსი კინაღამ ბერძენთა ტყვეობაში მოხვდა და სავარაუდოდ რეგიიში დაბრუნება მოუწია.
 
შემდეგი [[ძვ. წ. 263]] წლის კონსულები გახდნენ [[მანიუს ვალერიუს მაქსიმუსი]] და [[მანიუს ოტაცილიუს კრასუსი]]. ისინი 4 ლეგიონით და დამხმარე ჯარებით სიცილიაში ჩავიდნენ. მათ მოუარეს მთა [[ეტნა]]ს, აიღეს [[გადრანა]] და [[კენტორინი]]. სხვა ქალაქები კი კეთილი ნებით დაემორჩილნენ. სულ [[დიოდორე]]ს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. რომაელები სირაკუზამდე მისულნი არც იყვნენ, როდესაც ჰიერონმა ჩათვალა რომ მათთან დაპირისპირებას ზავი ჯობიასჯობს და კონსულებთან ელჩები გაუშვა. ზღვაზე კართაგენელთა უპირატესობის გამო, რომაულ ჯარებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ მომარაგებაში, ამიტომ მათ აწყობდათ ჰიერონთან კავშირი და ისინი დათანხმდნენ. სირაკუზას რომაელთათვის კონტრიბუცია უნდა გადაეხადა. კონტრიბუციის რაოდენობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაერად ასახელებს.
 
ჰიერონთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ სიცილიაში 4 ლეგიონის ნაცვლად მხოლოდ 2 დარჩა, ხოლო კართაგენელთა სამხედრო კონტიგნტი სიცილიაზე პირიქით - გაიზარდა. თავის ფორპოსტად მათ ქალაქი [[აგრიგენტუმი]] აირჩიეს. დასავლეთ სიცილიაში რომაელებსა და კართაგენელებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები ცალკეული ქალაქებისთვის. დიოდორეს ცნობებით, რომაელები ხანგძლივად და უშედეგოდ ცდილობდნენ [[მაკელა]]ს აღებას. [[ეგესტა]] და [[ალიკა]] თავისი ნებით გადავიდნენ რომაელთა მხარეს. [[ილარი]], [[ტირიტი]] და [[ასკელი]] კი რომაელებმა ძალის გამოყენებით აიღეს.