ბალ-მასკარადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: el:Χορός Μεταμφιεσμένων (Βέρντι)
- დაკოპირებული
ხაზი 1:
[[ფაილი:GiuseppeVerdi.jpg|thumb|rightმინი|ჯუზეპე ვერდი ([[1876]])]]
'''ბალ-მასკარადი''' ({{lang-it|Un ballo in maschera}}) — [[იტალიელები|იტალიელი]] კომპოზიტორის [[ჯუზეპე ვერდი]]ს მიერ დადგმული ბალეტი, რომლის პრემიერა [[1859]] წლის [[17 თებერვალი|17 თებერვალს]] შედგა [[რომი|რომში]].
 
ოპერა “ბალ-მასკარადისთვის” ლიბრეტოს შექმნისას [[ჯუზეპე ვერდი|ვერდი]] [[1857]] წელს დაინტერესდა ფრანგი დრამატურგის [[ევგენი სკრიბი]]ს პიესით “გუსტავ III შვედი, რომელსაც საფუძვლად დაედო [[1792]] წელს ერთ-ერთი კარნავალის მსვლელობის დროს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის მკვლელობის ამბავი. ლიბრეტო შეადგინა [[ანტონიო სომა]]მ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
== ისტორია ==
ოპერა ნეაპოლის თეატრ San Carlo-ს სცენაზე უნდა დადგმულიყო. მაგრამ რაკი ლიბრეტოს ფაბულას მეფის წინააღმდეგ შეთქმულების და მისი მკვლელობის ისტორია შეადგენდა, ცენზურამ ოპერის სცენური განხორციელება შეაფერხა. მდგომარეობა დაამძიმა [[პარიზი|პარიზში]] ჩასული იტალიელი ემიგრანტის ფელიჩე ორსინის მიერ 1858 წლის 14 იანვარს [[ნაპოლეონ III|ნაპოლეონ III-ზე]] განხორციელებულმა თავდასხმამაც. ცენზურას სერიოზულად აფიქრებდა ის გარემოება, რომ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] მიმდინარე მოვლენები ოპერის სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ამის გამო ცენზურამ ლიბრეტოს შეცვლა მოითხოვა. მოქმედება მე-18 საუკუნის შვედეთის ნაცვლად უნდა გადატანილიყო შუა საუკუნეების [[ფლორენცია]]ში. მთავარი გმირიც მეფე კი არა, გავლენიანი დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო. კომპოზიტორისთვის ასეთი ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა. თეატრის დირექცია ცენზურის ზეწოლით კატეგორიულად ითხოვდა ლიბრეტოს გადაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - დანაკარგის ანაზღაურებას. ვერდის და თეატრის დირექციას შორის წარმოქმნილი კონფლიქტი სასამართლომდე მივიდა. ვერდის დაპატიმრებით დაემუქრნენ. კომპოზიტორის პრინციპულობამ ნეაპოლელები იმდენად მოხიბლა, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და შეძახილებით ხვდებოდნენ კომპოზიტორს. Viva Verdi - სკანდირებდნენ ნეაპოლელები. სწორედ ამ დროს განახლდა იტალიის გაერთიანებისთვის ბრძოლა [[პიემონტი]]ს აშკარა ჰეგემონობით. ვერდის სახელი შეიცავდა პიემონტის მეფის - [[ვიტორიო ემანუელე II|ვიქტორ ემანუელის]] ინიციალებს და ფაქტობრივად იმ ლოზუნგის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც [[იტალია|იტალიის]] გაერთიანებისკენ მოწოდებას ნიშნავდა; კერძოდ, - Viva Verdi იშიფრებოდა, როგორც Vittorio Emmanuele re d’Italia - გაუმარჯოს იტალიის მეფეს, ვიქტორ ემანუელს. იმისთვის რომ მთავრობას [[სან კარლო]]ში მოსალოდნელი არეულობა აეცილებინა თავიდან, იგი დათმობაზე წავიდა. მთავრობამ კომპოზიტორს ნეაპოლიდან გასვლის უფლებაც კი მისცა იმ პირობით, თუ მომდევნო საოპერო სეზონში ვერდი სან კარლოში “სიმონ ბოკანეგრას” დასადგმელად დაბრუნდებოდა. ერთი წლის შემდეგ რომში “ბალ-მასკარადის” დადგმაც მოხერხდა თეატრ Apollo-ს ანტრეპრენიორის ინიციატივით. ამჯერად ლიბრეტოში ცვლილებები მაინც შევიდა. ცენზურის მოთხოვნით ოპერის მოქმედების ადგილი ევროპიდან ბრიტანეთის ბატონობის პერიოდის ჩრდილოეთ ამერიკაში იქნა გადატანილი, ხოლო გუსტავ III-ის ფიგურა ბოსტონის ინგლისელი გუბერნატორით - გრაფი რიჩარდ ვარვიკით შეიცვალა.
 
ოპერის პრემიერას [[1859]] წლის [[17 თებერვალი|17 თებერვალს]] [[რომი]]ს Apollo-ს თეატრში უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. [[1861]] წელს ვერდიმ ოპერა პარიზისთვის გადაამუშავა, რომელიც ჯერ კიდევ ხუთმოქმედებიანი იყო, ორი რედაქციის შემდეგ კი, საბოლოოდ ოთხმოქმედებიან ოპერად გადაკეთდა.
მოკლე შინაარსი: <br\>
'''მოქმედების ადგილი''': ბოსტონი და მისი შემოგარენი <br\>
'''მოქმედების დრო''': XVIII საუკუნე
 
== შინაარსი ==
=== I მოქმედება ===
==== პირველი სცენა ====
გრაფი რიჩარდის მისაღები. პაჟი ოსკარი გრაფს ბალ-მასკარადზე დაპატიჟებული სტუმრების სიას გადასცემს. სიაში თავისი მდივნის, რენატოს ცოლის - ამელიას სახელის ხილვისას რიჩარდი სიხარულს ვერ მალავს, რადგან უყვარს იგი. სწორედ რენატო აფრთხილებს გრაფს მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ. რიჩარდს არ სურს შეთქმულთა ვინაობის გაგება, რადგან ამ შემთხვევაში მათი დასჯა მოუწევს, რისი სურვილიც ნამდვილად არა აქვს. გრაფი დარწმუნებულია თავისი ქვეშევრდომების ერთგულებაში და სერიოზულად არც აღიქვამს გაფრთხილებას. პაჟი უმაღლესი მსაჯულის მოსვლას იუწყება. მსაჯული ქალაქიდან მკითხავ ულრიკას გასახლებას ითხოვს. ულრიკას პაჟი ექომაგება. რიჩარდი გადაწყვეტს თავად ესტუმროს ულრიკას, რათა მის ჯადოქრობაში დარწმუნდეს.
 
==== მეორე სცენა ====
ულრიკას ქოხში მეთევზის ტანსაცმელში გადაცმული რიჩარდი შედის. გამოჩნდება მეზღვაური სილვანოც, რომელსაც ულრიკა ჯილდოს და ფულის მიღებას უწინასწარმეტყველებს. გრაფი ქაღალდზე დაწერილ ჯილდოს და ფულს სილვანოს მალულად ჩაუდებს ჯიბეში და, როდესაც მეზღვაური ჯიბისკენ წაიღებს ხელს, მას წინასწარმეტყველება აუხდება.
მკითხავთან შემოდის ამელიას მსახური ქალი, რომელიც აუწყებს ულრიკას, რომ მასთან შეხვედრა სურს მაღალი საზოგადოების ერთ ქალბატონს. ულრიკა ყველას დაითხოვს, რათა ამელია მიიღოს. რიჩარდს ამელიას მოსვლის მიზეზი აინტერესებს და ამიტომ იქვე დაიმალება. ამელიამ ულრიკას რიჩარდისადმი თავისი სიყვარულის შესახებ უამბო და ამ გრძნობის ჩასახშობი წამალი სთხოვა. მკითხავი ამელიას გრძნეული ბალახის დაკრეფას ავალებს, რაც მას სიყვარულის ჩახშობაში დაეხმარება. რიჩარდი, რომელმაც ყველაფერი მოისმინა, გადაწყვეტს ამელიას მალულად გაჰყვეს ქალაქგარეთ, იქ, სადაც ჯადოსნური ბალახია. ამელია გადის. ულრიკასთან კვლავ იკრიბება ხალხი, მათ შორის არის რიჩარდიც, რომელიც ულრიკას მისი მომავლის წინასწარმეტყველებას სთხოვს. ულრიკა უწინასწარმეტყველებს გრაფს, რომ მას ის ადამიანი მოკლავს, ვინც პირველი გაუწვდის ხელს ჩამოსართმევად. რიჩარდი ხელს ართმევს სწორედ ამ დროს კარებში შემოსულ რენატოს.
 
=== II მოქმედება ===
შუაღამეა. ამელია გრძნეულ ბალახს პოულობს. მას სურს საკუთარ თავში დათრგუნოს სიყვარულის გრძნობა რიჩარდისადმი, თუმცა ერთადერთი, რაც ძალას ანიჭებს, სიყვარულია და თუ ბალახს მოკრეფს, ამით სიყვარულსაც მოკლავს. მას გრაფი უახლოვდება. იგი სიყვარულში გამოუტყდება ამელიას. რენატოს გამოჩენისას ამელია პირბადეს იფარებს. რენატო აფრთხილებს გრაფს მოახლოებული საშიშროების შესახებ, რადგან შეთქმულებმა უკვე მიაგნეს მის ადგილსამყოფელს. რიჩარდი მოსასხამს უცვლის რენატოს და სთხოვს უსაფრთხო ადგილას წაიყვანოს ქალი, თანაც არ უნდა დაინტერესდეს მისი ვინაობით. რენატოს და ამელიას შეთქმულები შემოეხვევიან. მათ სურთ გაიგონ გრაფის სატრფოს ვინაობა, რენატო ხმალს იშიშვლებს. ქმრის გადასარჩენად ამელია პირბადეს იხსნის. ყველასთვის ნათელი ხდება, რომ გრაფის სატრფო რენატოს ცოლი ამელიაა. შეთქმულები რენატოს დასცინიან, რომელიც, მათი აზრით, ამ უკაცრიელ ადგილას მეუღლესთან ერთად არის მოსული პაემანზე. სასოწარკვეთილი რენატო შეთქმულებს უერთდება და თავისთან იბარებს მათ.
 
=== III მოქმედება ===
==== პირველი სცენა ====
კაბინეტი რენატოს სახლში. ამელია ემუდარება მეუღლეს შვილის გამო მაინც შეუნარჩუნოს სიცოცხლე და სიკვდილის წინ შვილის ნახვის უფლებას ითხოვს. რენატოს აზრით, დამნაშავე ამელია კი არა, არამედ რიჩარდია და სიკვდილის ღირსიც სწორედ ეს უკანასკნელია. ამ დროს მოდიან რენატოს მიერ დაბარებული შეთქმულები. რენატო ამელიას სიკვდილზე უფრო მძიმე ხვედრს არგუნებს - მან კენჭისყრით უნდა გამოავლინოს რიჩარდის მკვლელის ვინაობა. ამელიას ხელით ამოღებულ ქაღალდზე რენატოს სახელი წერია. ამგვარად რენატომ უნდა გამოასალმოს სიცოცხლეს რიჩარდი. ამ დროს შემოდის ოსკარი და შემოაქვს მეჯლისის მოსაწვევი ბარათი. მოლაპარაკების თანახმად რენატო და შეთქმულები ცისფერ მოსასხამებში უნდა გამოეწყონ, ისარგებლონ შემთხვევით და რიჩარდი ბალ-მასკარადზე მოკლან.
 
==== მეორე სცენა ====
რიჩარდი გადაწყვეტს, რომ აღარასოდეს შეხვდეს ამელიას; ამ მიზნით რენატოს აგზავნის ელჩად ინგლისში, ცხადია, ამელიაც ქმართან ერთად უნდა გაემგზავროს. ოსკარი რიჩარდს უცნობი ქალისგან წერილს და მასკარადის ტანსაცმელს გადასცემს. წერილში ამელია ატყობინებს გრაფს მასზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. რიჩარდი გადაწყვეტილებას არ ცვლის და ბალ-მასკარადზე წასვლას მაინც აპირებს.
 
==== მესამე სცენა ====
მეჯლისის სტუმრები ბრწყინვალე საკარნავალო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი. რენატო გულუბრყვილო პაჟისგან შეიტყობს, რა ფერის ტანსაცმელშია გამოწყობილი გრაფი რიჩარდი. ცეკვის დროს ერთმანეთს ხვდებიან ამელია და რიჩარდი. ამელია კვლავ ემუდარება რიჩარდს დასტოვოს მეჯლისი, მაგრამ გრაფი გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამელია და რიჩარდი ერთმანეთს ეთხოვებიან. ამ დროს მათ უახლოვდება რენატო, რომელიც ხანჯლით განგმირავს გრაფს. მომაკვდავი რიჩარდი რენატოს აწოდებს განკარგულების წერილს ამ უკანასკნელის ინგლისში ელჩად გამწესების შესახებ და არწმუნებს მეუღლის პატიოსნებაში. გრაფი შეთქმულებს თავიანთ ცოდვას მიუტევებს. რენატო სინდისის ქენჯნას განიცდის. ყველა აღფრთოვანებულია გრაფის დიდსულოვნებით.
 
{{Commonscat|Un ballo in maschera}}
* [http://imslp.org/wiki/Un_Ballo_in_Maschera_(Verdi,_Giuseppe) კომპოზიციები].
* [http://www.giuseppeverdi.it/stampabile.asp?IDCategoria=162&IDSezione=581&ID=19846 ლიბრეტო].
 
[[კატეგორია:ბალეტი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალ-მასკარადი“-დან