თომა მეწოფეცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Tovma Metsopetsi.jpg|250px|მინიატიურა|თომა მეწოფელი 1415 წლის მინიატურაზე]]
'''თომა მეწოფეცი''' ({{lang-hy|Թովմա Մեծոպեցի}}; დ. [[1378]] — გ. [[15 მაისი]], [[1446]]) — [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] [[სომხები|სომეხი]] [[ისტორიკოსი]], წარმომავლობით განეკუთვნებოდა ვასპურაკანის აზნაურთა ქაჯბერუნელების ოჯახს სოფელ აღიოვოტიდან. პირველდაწყებითი განათლება მეწოფის მონასტერში მიიღო. რის გამოც „მეწოფეცი“ (მეწოფელი) შეარქვეს. თომა მეწოფეცი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი იყო. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „თემურლენგის ისტორია“ და „მემუარები“, რომლებიც საყურადღებო მასალას შეიცავენ [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XV საუკუნე]]ების [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიისა]] და [[ახლო აღმოსავლეთი]]ს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად. თავის საისტორიო თხზულებებში თომა მეწოფეცი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს [[საქართველო]]ს პოლიტიკური ცხოვრების აღწერას, მოცემული აქვს ქართლის თავგადასავალი დაახლოებით [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] 80-იანი წლებიდან [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] 40-იან წლებამდე.
 
თომა მეწოფეცი იმ სომეხ ისტორიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც საქართველოს ფეოდალური მონარქიის მფარველობაში ეძიებდნენ [[სომხეთი]]ს ცხოვრების მოწესრიგების გზას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თომა_მეწოფეცი“-დან