თეიშებაინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ru:Тейшебаини; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:KarmirBlurView.jpg|250px|მინიატიურა|ბორცვი [[კარმირ-ბლური|კარმირ-ბლურში]] სადაც მდებარეობდა თეიშებაინი]]
'''თეიშებაინი''' — [[ურარტუ]]ს სახელმწიფოს მსხვილი ადმინისტრაციულ-სამეურნეო ცენტრი. ციხესიმაგრე აგებულია [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნის]] I ნახევარში მეფე [[რუსა II]]-ის დროს. შიდაციხის ნანგრევები მდებარეობს [[კარმირ-ბლური|კარმირ-ბლურზე]], [[ერევანი|ერევნის]] მახლობლად. სისტემატიური გათხრები მიმდინარეობს [[1939]] წლიდან. აღმოჩენილია მონუმენტური ნაგებობის ნაშთები, დაახლოებით 150 სათავსი: სახელოსნოები, საწყობები, ბეღელი და მარნები. გათხრებმა გამოავლინა, რომ ურარტუს მოსახლეობა მისდევდა [[მიწათმოქმედება]]ს, [[მებაღეობა]]სა და [[მეცხოველეობა]]ს. თეიშებაინის მშენებლობის დროს მდინარე [[რაზდანი (მდინარე)|რაზდანიდან]] გაუყვანიათ კლდეში ნაკვეთი არხი, რომელიც დღესაც რწყავს მდინარის მარჯვენა სანაპიროს მინდვრებს. შემორჩენილია არხის სამშენებლო წარწერა. თეიშებაინის შიდა ციხის გარშემო გეგმაზომიერად გაშენებული ქალაქი იყო, რომელიც შედგებოდა განსხვავებული სოციალური ფენებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის ნაგებობათაგან. თეიშებაინში იყო ურარტუს მეფისნაცვალი, იდგა გარნიზონი, ცხოვრობდნენ ხელოსნები და მიწათმოქმედნი. თეიშებაინში შედიოდა აკრეფილი ხარკი, ხელოსნობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებიც გადამუშავების შემდეგ ურარტუს ცენტრში - [[ტუშფა]]ში იგზავნებოდა.
[[ფაილი:Teishebaini Reconstruction 01.jpg|250px|მინიატიურა|მარცხნივ|თეიშებაინის კარიბჭის რეკონსტრუქცია არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ]]
[[ლურსმული დამწერლობა|ლურსმულდამწერლობიანი]] ფირფიტები (ციხესიმაგრის არქივი) გვამცნობს ურარტუს მეფის ბრძანებებს თავისი ნაცვლისადმი. [[1962]]-[[1963]] წლებში აღმოჩენილი ტაძრის საძირკვლის წარწერაში მოთხრობილია თეიშებაინში 5 ტაძრის აშენებისა და ღმერთ [[ხალდი|ხალდისადმი]]სადმი „წმინდა იარაღის“ შეწირვის ამბავი. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ამ იარაღის დიდი ნაწილი: ფარები, რომლებზეც გამოსახულია ლომები და ხარები, მუზარადებზე საბრძოლო ეტლები და მეომრები, რკინის სატევრები, [[ბრინჯაო]]სა და რკინის ისრისპირები და შუბისპირები, რომელთა უმრავლესობას ღმერთ ხალდისადმი შეწირვის წარწერა აქვს. აღმოჩენილია აგრეთვე ურარტული ხელოვნების ნიმუშები (ბრინჯაოს ქანდაკებები, ცხენის თავი, მხატვრული კერამიკა, ქვის ნაკეთობანი, ვერცხლის ამულეტები, ოქროს სამკაული, ქსოვილის ნარჩენები), [[ეგვიპტე|ეგვიპტური]], ასურული და აზიური ნაკეთობანი. თეიშებაინის საწყობებში ინახებოდა [[სკვითები|სკვითური]] ნაწარმიც (იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, სამკაული), რაც მოწმობს ურარტუს ცენტრების კავშირს ჩრდილოეთ კავკასიისა და დნესტრისპირეთის სკვითებთანაც.
[[ფაილი:TeishebainiWall06.jpg|250px|მინიატიურა|თეიშებაინის ციხის ფუნდამენტის ნაშთები]]
დაახლოებით [[ძვ. წ. 585]] წელს [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ტომებმა სკვითებთან ერთად იერიშით აიღეს, დაწვეს და დაანგრიეს თეიშებაინი. კარმირ-ბლურზე დიდი ხნით შეწყდა ცხოვრება. ქალაქის ნანგრევებზე [[ელინისტური ხანა|ელინისტური ხანის]] სამარხებია. [[XI საუკუნე|XI]]-[[XIII საუკუნე]]ებში აქ მცირე დასახლება გაჩნდა. არქეოლოგიური მასალა ინახება [[სომხეთის ისტორიული მუზეუმი|სომხეთის ისტორიულ მუზეუმში]] ([[ერევანი]]) და [[ერმიტაჟი (სანქტ-პეტერბურგი)|ერმიტაჟში]] ([[სანქტ-პეტერბურგი]]).
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|643}}
 
ხაზი 19:
[[fr:Teishebani]]
[[ko:테이셰바이니]]
[[ru:Тейшебаини]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თეიშებაინი“-დან