ჰოკს-ბეის რეგიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ადმინისტრაციული ერთეული| |მშობლიური სახელი = Hawke's Bay |...
(განსხვავება არ არის)

21:04, 24 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

ჰოკს-ბეის რეგიონი (ინგლ. Hawke's Bay, მაორ. Heretaunga) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი. მდებარეობს ჩრდილოეთ კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. საქვეყნოდ აღიარებულია მსოფლიოში მრავალი ჯილდოს მფლობელი ღვინოებით. რეგიონული საბჭო განთავსებულია ქალაქ ნეიპირსა და ჰეისტინგსში. სახელი მომდინარეობს ჰოკის უბისგან, რომელსაც ეს სახელი კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა უწოდა ადმირალ ჰოკის პატივსაცემად.

რეგიონი
ჰოკს-ბეის რეგიონი
Hawke's Bay
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
ადმ. ცენტრი ნეიპირი
კოორდინატები 39°25′00″ ს. გ. 176°49′00″ ა. გ. / 39.41667° ს. გ. 176.81667° ა. გ. / -39.41667; 176.81667
ფართობი 14 111 კმ²
მოსახლეობა 155 000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+12:00
ოფიციალური საიტი hbrc.govt.nz

რეგიონი მოიცავს გორაკ-ბორცვიან სანაპირო ტერიტორიას, ჰოკის უბის ირგვლივ.

ეკონომიკა

2003 წელს, რეგიონის მშპ 4,3 მლრდ აშშ დოლარი იყო, ახალი ზელადნიის მშპ-ის 3%.

ღვინო

XIX საუკუნის შუა წლებში, მისიონერებმა ვაზის პირველი ნერგები დარგეს. დღეისათვის კი ჰოკს-ბეის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წითელი ღვინოების წარმოებაში. 2010 წლის მონაცემებით, რეგიონში ფუნქციონირებდა 74 ღვინის ქარხანა.