კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
== რუსეთ-საქართველოს ომი (2008) ==
[[2008]] წლის [[აგვისტო]]ში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შეტევები კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, მრავალი საარტილერიო დანადგარი მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი იარაღი. ხეობას რამდენიმე დღის მანძილზე ბომბავდა რუსული ავიაცია. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა დიდი ზარალი ნახეს თუმცა მათ ზურგს რუსეთის რეგულარული არმია უმაგრებდა. შედეგად 3 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათმიუხედავად ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა უკან დაიხიეს და [[12 აგვისტო|12 აგვისტოს]] დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთნ ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი. ამრიგად, [[აფხაზეთი]]ს ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
 
[[2011]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] ოკუპანტებმა რუსი სამხედროებისთვის საკენსა და გენწვისში 5-სართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს. საგუშაგოები განლაგებულია ხეობის ოთხ სოფელში – [[საკენი|საკენში]], [[გენწვიში|გენწვიშში]], [[ომარიშარა]]სა და [[ქვაბჩარა]]ში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან