მაქს ფრიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: be:Макс Фрыш; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Swiss-Commemorative-Coin-2011a-CHF-20-obverse.png|მინი|მაქს ფრიში შვეიცარიულ, მემორიალურ მონეტაზე.]]
'''მაქს ფრიში''' (Max Frisch; დ. [[15 მაისი]], [[1911]], [[ციურიხი]] — გ. [[4 აპრილი]], [[1991]], იქვე) — შვეიცარიელი [[არქიტექტორი]], [[დრამატურგი]] და [[რომანისტი]], [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა. ომის შემდგომ გამოცემებს მისი ირონიული შტრიხი გადასდევს. ფრიში [[ოლტენის ჯგუფი]]ს წევრი იყო.
 
Line 8 ⟶ 9:
1947 წელს ციურიხში ის [[ბერტოლტ ბრეხტი|ბერტოლტ ბრეხტს]] შეხვდა. 1951 წელს ფრიში როქფელერის ნდობით დაჯილდოვდა და ერთი წელიწადი [[აშშ]]-ში გაატარა. 1955 წლის შემდეგ ის მხოლოდ არასაშტატო ავტორად მუშაობდა. თავისი გამოცდილება ომისშემდგომი ევროპის შესახებ ფრიშმა 1946-49 წლებით დათარიღებულ დღიურში საკმაოდ ხატოვნად აღწერა. დღიური შემდგომი რომანების წინასწარ მონახაზებსაც მოიცავს.
 
1950-60-იან წლებში ფრიშმა ისეთი ნაწარმოებები შექმნა, რომელთაც სულ მალე მსოფლიო აღიარება ხვდათ წილად. ნაწარმოებებში ფრიშს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული გაუცხოებისა და პოიროვნული თვითშეცნობის პრობლემა გამოაქვს პირველ პლანზე. ესენია: „მე სტილერი არ ვარ“ (1954 წ.), [[Homo Faber (რომანი)|Homo Faber]] (1957 წ.) და „ [[ვიქნები თუნდაც განტენბაინი“განტენბაინი]]“ (1964 წ.). დამატებით, მან რამდენიმე მაღალინტელექტუალური პოლიტიკური დრამაც დაწერა : „ანდორა და ფაიერაიზერები“. ფრიში პერიოდულად განაგრძობდა თავისი დღიურიდან ნაწყვეტების გამოქვეყნებას. ნაწყვეტები მედია-რეპორტაჟებს და პარადოქსულ კითხვარებს შეიცავდა, როგორიცაა მაგალითად: „პიროვნული რეფლექცია და რეპორტაჟი“. 1969 წელს მას შეუყვარდა ქალი, სახელად ანტონია ქუიქი .
 
მაქს ფრიში 1991 წელს ციურიხში კიბოთი გარდაიცვალა. [[ფრიდრიხ დიურენმატი|ფრიდრიხ დიურენმატთან]] ერთად მაქს ფრიში XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შვეიცარიელ მწერლად სახელდება. ფრიში საპატიო მეცნიერის წოდებით დაჯილდოებულია 1962 წელს [[მარბურგის უნივერსიტეტი]]ს მიერ, გერმანია, [[ბირმინგჰემის უნივერსიტეტი]]ს მიერ 1980 წელს და 1987 წელს [[ბერლინის უნივერსიტეტი]]ს მიერ. ფრიშს ბევრი ლიტერატურული ჯილდო აქვს მიღებული: Georg-Büchner-Preis 1958 წელს, Friedenspreis des Deutschen Buchhandels 1976 წელს და Heinrich-Heine-Preis 1989 წელს. 1965 წელს მას იერუსალიმის ჯილდო ერგო საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფლების წამოწევისათვის.
 
== ლიტერატურა ==
* Butler, Michael (1976) ''The Novels of Max Frisch'' (London)
* Butler, Michael (1985) ''The Plays of Max Frisch'' (London)
* Butler, Michael (1994) ''Andorra'', Grant and Cutler Study Guide, 2nd edition, London
* Kieser, Rolf, ed. (1989) ''Max Frisch: Novels, Plays, Essays'', The German Library Series, Continuum, New York
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.litencyc.com/php/speople.php?rec=true&UID=1641 Literary encyclopedia article on Frisch]
 
{{DEFAULTSORT:ფრიში, მაქს}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაქს_ფრიში“-დან