დეციმუს იუნიუს იუვენალისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: la:Decimus Iunius Iuvenalis
No edit summary
ხაზი 3:
== ბიოგრაფია ==
 
იუვენალისის ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი არაა ცნობილი, თუმცა არსებობს მისი ცხოვრების აღწერის არაერთი ვერსია, ყველაზე ადრეული [[IV საუკუნე|IV საუკუნისაა]], მაგრამ არცერთი მათგანი სანდო არაა, რადგან პოეტის სიკვდილის შემდეგ არაერთი საუკუნის მერეა დაწერილი. სავარაუდოთსავარაუდოდ იუვენალისი დაიბადა [[50]]-დან [[60]] წლამდე ქალაქ [[აკვიტინუმი|აკვიტინუმში]] [[რომი]]ს მახლობლად. იგი იყო მდიდარი ყოფილი მონის შვილი ან აღსაზრდელი. როგორც ჩანს მან მიიღო კარგი განათლება და შესაძლოა მისი მასწავლებელი იყო იმ დროინდელი განთქმული ორატორი [[მარკუს ფაბიუს კვინტილიანუსი]]. სავარაუდოთსავარაუდოდ იგი ეწეოდა ვექილობას, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე წარმატებულად.
 
სატირების წერა იუვენალუსმა [[დომიციანე]]ს სიკვდილის შემდეგ, [[96]] წლიდან დაიწყო, როდესაც რომში სიტყვის თავისუფლება აღდგა. როგორც ჩანს იგი საჯაროდ კითხულობდა თავის სატირებს და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ზოგი ცნობებით მისმა საჯარო კითხვებმა მას უსიამოვნობების მოუტანა. ზოგი ცნობებით იგი თითქმის 80 წლის ასაკში გააგზავნეს ეგვიპტეში ან ბრიტანეთში სადაც გარდაიცვალა, თანამედროვე მკვლევარები მის გადასახლებას ლეგენდად მიიჩნევენ. სატირიკოსის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, ცხადია მხოლოდ ის, რომ იგი [[127]] წლის შემდეგ გარდაიცვალა.