კონსტანცის საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Richental Konzilssitzung Muenster.jpg|300px|მინიატიურა|სხდომა კონსტანცის საკათედრო ტაძარში]]
'''კონსტანცის საეკლესიო კრება''' — [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] [[მსოფლიო საეკლესიო კრება]] [[1414]]-[[1418]] წლებში კონსტანცაში ([[გერმანია]]). მოიწვია პაპმა [[იოანე XXIII (ანტიპაპი)|იოანე XXIII-მ]] „დიდი განხეთქილების“ სალიკვიდაციოდ და ეკლესიის რეფორმირებისათვის იმპერატორ [[სიგიზმუნდ I (სრი)|სიგიზმუნდ I-ისა]] და სამღვდელოების ზედა ფენების მოთხოვნით. სამღვდელოებასთან ერთად მასში მონაწილეობდნენ საერო ფეოდალებიც, მ. შ. იმპერატორი სიგიზმუნდი. კრებამ ბოლო მოუღო განხეთქილებას, გადაყენა პაპის ტახტის მოცილე სამივე პაპი ([[გრიგოლ XII]], იოანე XXIII, [[ბენედიქტე XIII (ანტიპაპი)|ბენედიქტე XIII]]), პაპად აირჩია [[მარტინ V]]. გამოცხადდა საეკლესიო კრების რეგულარულად მოწვევის აუცილებლობა, პაპებზე მსოფლიო საეკლესიო კრების ზემდგომობის პრინციპი (ეს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ გატარებულა). კონსტანცის საეკლესიო კრებამ დაგმო [[ჯონ უიკლიფი]]სა და [[იან ჰუსი]]ს მოძღვრება. იან ჰუსი იმპერატორ სიგიზმუნდის დაცვის სიგელის მიუხედავად, [[1415]] წლის 6 ივლისს კონსტანცში კოცონზე დაწვეს. ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია იმავე კრების მიერ ბრალდებულ ჰუსის მიმდევარ [[იერონიმ პრაღელი|იერონიმ პრაღელს]].
 
==ლიტერატურა==