გაგრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: tg:Гагра
No edit summary
ხაზი 43:
'''გაგრა''' — ქალაქი [[საქართველო|საქართველოში]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] [[გაგრის მუნიციპალიტეტი|გაგრის მუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა [[1933]] წელს. მოსახლეობა 26,9 ათასი ([[1991]] წ.). გაგრა ცნობილი ზღვისპირა კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, პორტი [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]]. რკინიგზის სადგური.
 
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში გაგარის ფორმით. გაგრა ფეოდალური საქართველოს მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ მეფის მთავრობამ აღადგინა გაგრის ციხე და იქ რუსული გარნიზონი ჩააყენა.
 
გაგრაში არის რკინიგზის სადგური, კლიმატური კურორტი, მცირე საწარმოები. გაგრაში არის [[ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის]] რეზიდენცია.
ხაზი 61:
1801 წელს [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველო]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთს]] შეუერთდა. აფხაზეთის მთავრის თხოვნით [[სოხუმი]]ს ციხესიმაგრე რუსულმა ფლოტმა დაიკავა. [[დიდი აფხაზეთი]] ([[ენგური]]დან [[ბზიფი|ბზიფამდე]]) ოფიციალურად რუსეთის ნაწილი გახდა. მის მთავრად [[საფარ-ბეი შერვაშიძე]] (ჩაჩბა) დაინიშნა, თუმცა [[მცირე აფხაზეთი|მცირე აფხაზეთმა]] (ბზიფიდან [[ხოსტა]]მდე), რომლის ნაწილი გაგრაც იყო, საფარ-ბეი არ აღიარა და ის კიდევ 20 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი რჩებოდა.
 
ამ პერიოდში გაგრა კლიმატურად არასახარბიელი პირობებში იყო. ციხე-ქალაქს გარს ჭაობი ერტყა, რომელიც [[მალარია|მალარიის]] წყარო იყო. ციებ-ცხელების გამო აქ დაბანაკებული 650 კაციანი რუსული გარნიზონიდან სამ წელიწადში მხოლოდ 100 კაცი იყო ცოცხალი. გენერალი ნ. მურავიოვის თაოსნობით გაგრის გარშემო ჭაობის დაშრობა და ტყის გაჩეხვა დაიწყეს (1841). თუმცა [[ყირიმის ომი]]ს პერიოდში გარნიზონს ფრანგული ესკადრონი დაემუქრა და 1855 წლის გაზაფხულზე გარნიზონმა ციხე-სიმაგრეციხესიმაგრე ააფეთქა.
 
ყირიმის ომის დასრულების შემდეგ რუსები ისევ დაბრუნდნენ და ციხე-სიმაგრეციხესიმაგრე აღადგინეს. აქ აშენდა სამხედრო ჰოსპიტალი, სადაც ავადმყოფები [[ფოთი]]დან, [[ბიჭვინთა|ბიჭვინთიდან]] და სოხუმიდან მოჰყავდათ.
 
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან გაგრა უკვე მშვენიერი ქალაქია. გაშენდა და გამწვანდა ბულვარი, მის გარშემო გაჩნდა სოფლები, თუმცა მოსახლეობა ჯერ არ იყო მრავალრიცხოვანი. 1866 წლის მონაცემებით აქ 336 მამაკაცი და 280 ქალი ცხოვრობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაგრა“-დან