ტარტუ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ტარტუ''' ([[გერმ.]] და [[შვედური ენა|შვედურად]] Dorpat, [[ლატვიური ენა|ლატვიურად]] Tērbata, [[რუს.]] Дерпт ან Юрьев) — [[ესტონეთი]]ს მეორე უდიდესი ქალაქი. ტარტუ პირველი ესტონური ქალაქია, რომელიც ქრონიკებში მოიხსენიება თვით [[ტალინი|ტალინზე]] ადრეც კი [[1030|1030 წელს]]. [[1632|1632 წელს]] ტარტუში დაარსდა უნივერსიტეტი, რითაც ეს ქალაქია ცნობილი მთელ [[ევროპა]]ში. აკადემიზმის სული ტარტუში ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.
 
ტარტუ მდებარეობს სამხრეთ -აღმოსავლეთ ესტონეთში, მდინარე [[ემაიიგი]]ს მარჯვენა ნაპირზე. მიუხედავად [[II მსოფლიო ომი]]ს დროინდელი დანაკარგებისა, შედარებით კარგადაა შემონახული ქალაქის კლასიკური ცენტრი. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია რატუშა ([[1782]]–[[1789]] არქიტექტორი ი. ჰ. ბ. ვალტერი), [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] დროინდელი გოთური ეკლესია, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] I დეკადების დროინდელი უნივერისტეტის მთავარი კორპუსის შენობა. აღსანიშნავია ხის სახლები. ტოონემიაგის პარკში, სადაც ოდესღაც ციხე-სიმაგრე მდებარეობდა, დღეს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი და ტარტუს ღირსეულ მოქალაქეთა ძეგლები მდებარეობს.
 
ტარტუ მდიდარია მუზეუმებით. მათ შორის აღსანიშნავია ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, რომელსაც გააჩნია მდიდარი ეთნოგრაფიული კოლექცია. აღსანიშნავია აგრეთვე XIII-XVI საუკუნეების დროინდელი კათედრალის ნანგრევებში განლაგებული უნივერსიტეტის მუზეუმი. სხვა მუზეუმებიდან: ობსერვატორიის, ანტიკვარიატის, ლიტერატურის, გეოლოგიის, ზოოლოგიის, სპორტის და სათამაშოების.