მომხმარებლის განხილვა:Tamok: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
მე გამონაკლისებს არ ვეწინააღმდეგები. ჩვენ საიდან ვიცით ეს გამონაკლისები? [[de:Internationale Organisation für Normung]]. არსებობს Information and documentation - Transliteration of Georgian characters into Latin characters ISO 9984: 1996 (E).
არსებობს ქართული სალიტერატურო ენის კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმები, თუ რომელი ენიდან რომელი ბგერა როგორ გადმოდის ქართულში - ე. ი. დახმარება რაც ჩავდე ვიკიპედიაში (საბჭოთა დროს არის შექმნილი 1989 - რა ვქნათ დღემდე ახალი არ არის). მე იმის მომხრე ვარ, რომ სანამ ეს ნორმები ოფიციალურად არ შეიცვლება უნდა ვიხმაროთ ძველი საბჭოთა (მოგვწონს თუ არა). მაგ. Köln - ე. ი. ნორმის მიხედვით იწერევა კელნ-ი, მაგრამ უკვე გავრცელდა არასწორი ფორმა კიოლნ-ი. გავრცელდა და არ არის მიღებული. მაგ. ქართული კელნ-ი - რომ დაწერო გერმანულად გამოგივა Köln. ე. ი. K-კ ö-ე l-ლ n-ნ (ნორმების მიხედვით), ხოლო ქართული კიოლნი რომ დაწერო გერმანულად Köln არ გამოგივა (ნორმების მიხედვით). ე. ი. ასო ასოზე. იგივე Paris-ზე. როდესაც მომხმარებლებს ვებ. გვერდები მოყავთ მაგალითისთვის - ამ ვებ. გვერდების შემქმნელებმა ნორმებში ჩაიხედეს? რის საფუძველზე შექმნეს და დაწერეს კიოლნი. ვიკიპედია ეს ხომ ენციკლოპედიაა, სადაც უნდა იყოს ეს ნორმები დაცული და სხვებმა უნდა შეასწორონ თავისი ვებ. გვერდები და არა ჩვენ ვებ. გვერდების მიხედვით. მე ამაზე ვსაუბრობ. შეიძლება ვცდები? და კიდევ აქვე დავამატებ, როდესაც მე რამეზე ვსაუბრობ თბილისში ვრეკავ ერთ-ერთ ამ კომისიის წევრთან, უსაფუძვლოდ არ ვლაპარაკობ. აქვე მინდა შეგეკითხო ვინ ამოწმებს საქართველოში ჟურნალ-გაზეთებში მართლწერას და გადმოქართულებას. ეს ყველაფერი არის მიშვებული - მხოლოდ ახლახანს შეიქმნა განათლების სამინისტროსთან დღემდე გაუქმებული ენის პალატა (ამჟამად ენის სამმართველო ჰქვია). ამიტომ როდესაც ესენი გადაასწორებენ შემდეგ მე თვითონ თითოეულ სტატიაში გადავასწორებ, ხოლო ამჟამად ძველს უნდა დარჩეს - მე ამას ვლაპარაკობ. იმედია გამიგე რისი თქმაც მინდოდა. ამ ნორმების შესახებ, თუ მეცნიერი არ ხარ ალბათ შეხებაც არასოდეს არ გექნება ცხოვრებაში. და რადგან ჩვენ ასეთ საქმეში ვართ ჩაბმულები - ვწეროთ ისე როგორც ჩვენმა მეცნიერებმა შექმნეს და არა ისე როგორც ვებ. გვერდები, ჟურნალისტები და ა. შ. --[[მომხმარებელი:Zangala|Zangala]] 16:30, 26 აპრილი 2007 (UTC)
 
ნუ გეშინია პარიზი პარიზად დარჩება და გოეთე გოეთედ. ამას სანამ მეცნიერები არ შეცვლიან ვიკიპედიაც არ შეცვლის. :) --[[მომხმარებელი:Zangala|Zangala]] 17:32, 28 აპრილი 2007 (UTC)
158 161

რედაქტირება