იოანეს დრასხანაკერტცი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იოანეს დრასხანაკერტცი''', ''იოანე დრასხანაკერტელი'' – [[IX საუკ...
(განსხვავება არ არის)

07:20, 17 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

იოანეს დრასხანაკერტცი, იოანე დრასხანაკერტელიIX-X საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი, 897 წლიდან სომხეთის კათალიკოსი. მისი შრომებიდან ცნობილია „სომეხი მამამთავრების რიგი“ და „სომხეთის ისტორია“, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა. ბოლო ნაშრომში აღწერილია სომხეთის ისტორია „ქვეყნის დასაბამიდან“ X საუკუნის I მეოთხედამდე. ნაშრომი შეიცავს საინტერესო ცნობებს შუა საუკუნეების სომხეთში კლასთა ბრძოლის, შინაფეოდალური ომების, პოლიტიკური წყობილების, საერთშორისო ურთიერთობის, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, კულტურისა და, აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 192.
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941