თივაქასრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: cv:Вĕçкĕн (ӳсентăран)
No edit summary
ხაზი 26:
| ncbi =
}}
'''თივაქასრა''' (Poa), მცენარეთა— [[მცენარე]]თა გვარი [[მარცვლოვანნი|მარცვლოვანთა]] ოჯახისა. [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი]], იშვიათად [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთწლოვანი]] ბალახია. ყვავილედი საგველაა, თავთუნები - ორ- და მრავალყვავილიანი. ცნობილია 300-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ცივ და ზომიერ სარტყელში. ტროპიკების მთიან რაიონებში. [[საქართველო]]ში 16 სახეობა იზრდება. უმრავლესობა მდელოსა და ველის მცენარეა, გვხვდება აგრეთვე ტყეებში (Poa nemoralis, Poa remota), უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში (Poa bulbosa). სიმაღლის მიხედვით არჩეევენ თივაქასრის მაღალ-სათიბ და დაბალ - საძოვრის ტიპს. თივაქასრის ბევრი სახეობა ძვირფასი საკვები მცენარეა. მაგ., მდელოს თივაქასრა მრავალწლოვანი კორდწარმომქმნელი, ფესურიანი მარცვლოვანია. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. იყენებენ კულტურულ საძოვრებისა და გაზონების მოსაწყობად. საძოვრების ბალახთნარევში კარგი საკვებია ყველანაირი საქონლისათვის. გაძოვის შემდეგ მალე ამოიზრდება, გვალვა- და ყინვაგამძლეა, ვერ იტანს ნიადაგის დამლაშებას. თივის მოსავალი 25-28ც/ჰა-ზე. 100 კგ თივა შეიცავს 54 საკვებ ერთეულს და 5,3 კგ მონელებად პროტეინს. ყუათიანი საკვებია სხვა მრავალწლოვანი სახეობებიც - ''ბოლქვიანი თივაქასრა'' და ''ჭაობის თივაქასრა''.
 
== ლიტერატურა ==
* ''ნახუცრიშვილი შ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 681, თბ., 1979
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თივაქასრა“-დან